ასტრონომებმა უნიკალური სუპერიუპიტერი აღმოაჩინეს – ვიდეო

გამოწერა
გაზის გიგანტის აღმოჩენა ირმის ნახტომში პლანეტების წარმოქმნის კანონზომიერებაზე წარმოდგენებს ცვლის.
ასტრონომებმა აღმოაჩინეს პლანეტა, რომელიც იუპიტერზე 11-ჯერ დიდია და იმყოფება კენტავრის თანავარსკვლავედის დიდ ორმაგ სისტემაში.
სისტემა b Cen AB დედამიწიდან 325 სინათლის წელიწადის მანძილზეა. ვარსკვლავების წყვილი მზეზე მინიმუმ ექვსჯერ დიდი მასის მქონეა, რის მიხედვითაც ის ხდება ყველაზე დიდი სისტემა, რომელშიც დადასტურებულია პლანეტის არსებობა.
პლანეტას b Cen მეცნიერები 2019 წლის მარტიდან 2021 წლის აპრილამდე აკვირდებოდნენ ჩილეს ობსერვატორიიდან VLT ტელესკოპით.
ახალი აღმოჩენილი პლანეტის მასა იუპიტერს 10,9-ჯერ აღემატება, მისი ასაკი დაახლოებით 15 მილიონი წელია.
მეცნიერების თქმით, გიგანტის აღმოჩენა ცვლის წარმოდგენას ირმის ნახტომში პლანეტის ჩამოყალიბების კანონზომიერებებზე. მიღებული მონაცემების თანახმად, ციური სხეულები შეიძლება იყვნენ გაცილებით დიდ ვარსკვლავის სისტემებში, ვიდრე ამას ადრე ვარაუდობდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0