ყალბი ანგარიშ-ფაქტურები: დაკავებულია ორი პირი

© photo: Sputnik / Vitaly Ankov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
გამოწერა
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე თბილისში ორი პირი დააკავეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მათი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით გაწერეს 60 ათასი ლარის ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რა გზითაც მათსავე კომპანიას ჯამში შეუქმნეს 25 ათასი ლარის ოდენობის ყალბი აქტივი.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც რაც სასჯელის სახით ჯარიმას, ან ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0