Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

44 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა: ეპიდვითარება რეგიონებში

© Facebook / Kakha Kaladzeეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.562-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 879.368-ს მიაღწია.
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3.562 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.566 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი შიდა ქართლია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 602, შიდა ქართლი – 300, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 253, აჭარა – 215, ქვემო ქართლი – 193, კახეთი – 159, მცხეთა-მთიანეთი – 89, სამცხე-ჯავახეთი – 76, გურია – 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4.145 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 822.108-მდე გაიზარდა.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
63 გარდაცვლილი: კოვიდ-მონაცემები განახლდა
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 63 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 12.582-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 44.652 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.286 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.453, იმერეთში – 1.316, აჭარაში – 523.
1.559 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 340 პირი, მათგან თბილისში – 190, აჭარაში – 32, იმერეთში – 32. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.178 ადამიანი, მათ შორის 716 – თბილისში, 279 – აჭარაში. 37.188 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 40 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 38, აჭარაში – 2.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39.260 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.562-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 879.368-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0