Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

სტიმულმა იმოქმედა: რამდენი 60 წელს გადაცილებული ადამიანი აიცრა საქართველოში

© press-service of the Ministry of Health & Social Affairs of Ajaraხანდაზმულთა ვაქცინაცია აჭარაში
ხანდაზმულთა ვაქცინაცია აჭარაში - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
გამოწერა
60 წელს ზემოთ ასაკის პირთა მატერიალური წახალისების პროგრამა 9 ნოემბერს ამოქმედდა
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 60 წლის ზემოთ ასაკის 80 ათასამდე ადამიანი აიცრა, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ზუსტად ერთი თვის წინ - 9 ნოემბერს საქართველოში დაიწყო 60 წელს ზემოთ ასაკის პირთა მატერიალური წახალისების პროგრამა - იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებენ, მათ 200-ლარიან ერთჯერად დანამატს გადასცემენ.
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ცნობილია „ომიკრონის“ შვიდი ადრეული სიმპტომი: რით განსხვავდება ის „დელტასგან“
„ეს არის ყველაზე მოწყვლადი ასაკი. ამიტომ, სასურველია, რომ სრულად იყვნენ აცრილი. დღეს ამ ასაკის მხოლოდ 40%-ია აცრილი. მოგეხსენებათ, პროგრამის შესახებ 8 ნოემბერს გამოცხადდა და 9 ნოემბრიდან შევიდა ძალაში. ცხრიდან დღემდე 80 ათასამდე ადამიანია აცრილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ეპიდემიოლოგის თქმით, კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების 85% სწორედ ამ ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებზე მოდის.
9 დეკემბრის მონაცემებით, ვაქცინაციის სრული კურსი ჩაიტარა 1.033.455-მა ადამიანმა, რაც ზრდასრული მოსახლეობის 36,2%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0