https://sputnik-georgia.com/20211209/ras-vwamt_sursatis-erovnulma-saagentom-tbilissi-220-kg-xorci-gaanadgura-262737427.html
რას ვჭამთ: სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში 220 კგ ხორცი გაანადგურა
რას ვჭამთ: სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში 220 კგ ხორცი გაანადგურა
Sputnik საქართველო
სურსათის სააგენტოს ინსპექტორები ხორცის და სხვა პროდუქტების ხარისხის კონტროლს ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ. 09.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-09T19:49+0400
2021-12-09T19:49+0400
2021-12-09T23:07+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24645/59/246455993_61:42:1205:685_1920x0_80_0_0_81e362a568467a0f747e26afe1e7af53.jpg
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა თბილისში, რაფიელ აგლაძის ქუჩაზე („ელიავას ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორია) მდებარე ხორცის საბითუმო და სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს, რის შედეგადაც 220 კგ ხორცი განადგურდა, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.შემოწმებული შვიდი ობიექტიდან შპს „ახალ ხორცში“ დაფიქსირდა 220 კგ ხორცი ვეტერინარული ნიშანდების გარეშე. პროდუქცია სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდა.გარდა ამისა, შპს „ჯი ემ ენ ხორცპროდუქტები“ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო დაჯარიმდა.„სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სააგენტოს ინსპექტორები ასევე ამოწმებენ, აქვს თუ არა ობიექტებს დანერგილი HACCP-ს სისტემა, რომლის არქონის გამოც შპს „ნიკორას“ (აღნიშნულ ობიექტს არაფერი აქვს საერთო ანალოგიური სახელწოდების მარკეტების ქსელ „ნიკორასთან“) შეუჩერდა აღიარება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა პროფილის ბიზნეს-ოპერატორების სახელმწიფო კონტროლს, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მომხმარებლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ნათქვამია განცხადებაში.
https://sputnik-georgia.com/20211207/dezertirebis-bazarze-xorcis-magaziebi-daluqes-262652815.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24645/59/246455993_371:48:1220:685_1920x0_80_0_0_0b627868240e5aef4db14f9c894ff786.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
რას ვჭამთ: სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში 220 კგ ხორცი გაანადგურა
19:49 09.12.2021 (განახლებულია: 23:07 09.12.2021) სურსათის სააგენტოს ინსპექტორები ხორცის და სხვა პროდუქტების ხარისხის კონტროლს ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ.
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა თბილისში, რაფიელ აგლაძის ქუჩაზე („ელიავას ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორია) მდებარე ხორცის საბითუმო და სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს, რის შედეგადაც 220 კგ ხორცი განადგურდა, ნათქვამია სააგენტოს
განცხადებაში.
შემოწმებული შვიდი ობიექტიდან შპს „ახალ ხორცში“ დაფიქსირდა 220 კგ ხორცი ვეტერინარული ნიშანდების გარეშე. პროდუქცია სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდა.
გარდა ამისა, შპს „ჯი ემ ენ ხორცპროდუქტები“ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო დაჯარიმდა.
„სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სააგენტოს ინსპექტორები ასევე ამოწმებენ, აქვს თუ არა ობიექტებს დანერგილი HACCP-ს სისტემა, რომლის არქონის გამოც შპს „ნიკორას“ (აღნიშნულ ობიექტს არაფერი აქვს საერთო ანალოგიური სახელწოდების მარკეტების ქსელ „ნიკორასთან“) შეუჩერდა აღიარება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა პროფილის ბიზნეს-ოპერატორების სახელმწიფო კონტროლს, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მომხმარებლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ნათქვამია განცხადებაში.