Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

„მწვანე სტატუსის“ დასადასტურებლად უცხო ქვეყნის მოქალაქის ობიექტზე დაშვების წესი შეიცვალა

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიციფრული კოვიდ–პასპორტის აპლიკაცია
ციფრული კოვიდ–პასპორტის აპლიკაცია - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
გამოწერა
„მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა მხოლოდ 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის მოქმედებს.
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. უცხო ქვეყნის მოქალაქეების ე.წ. მწვანე სტატუსის დასადასტურებლად საკმარისი იქნება მათ ქვეყანაში გაცემული შესაბამისი საბუთების წარდგენა. შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა.
დადგენილების თანახმად, რომელსაც ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე მოაწერა, ელექტრონულ პორტალზე www.covidpass.moh.gov.ge აპლიკაციაში CovidPass Georgia და EU Digital COVID Certificate სისტემებში არარეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მწვანე სტატუსის" შემოწმება სტატუსის მიმნიჭებელი ქვეყნის მიერ მინიჭებული QR–კოდის ან შესაბამისი ოფიციალური უწყების მიერ გაცემული სრული ვაქცინაციის ან ნეგატიური PCR-ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე მოხდება.
როგორც უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საკუთარ ქვეყანაში გაცემული საბუთით დაუბრკოლებლად შეძლონ „მწვანე სტატუსით“ სარგებლობა.
კოვიდ-ბარათი - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ამოქმედდება თუ არა „მწვანე პასპორტი“ საზოგადოებრივ ტრანსპორტში: ტიკარაძის განმარტება
საქართველოში 1 დეკემბრიდან ე.წ. „მწვანე პასპორტების“ კონცეფცია ამოქმედდა. მათი ტელეფონით ჩამოტვირთვა შესაძლებელია ორი აპლიკაციის - Georgia e-Health-ისა და CovidPass Georgia-ს გამოყენებით. კოვიდ-პასპორტის ან QR–კოდის წარდგენა აუცილებელი გახდა რიგ ობიექტებში: რესტორნებში (ღია და დახურულ სივრცეებში), კაფეებში (ღია და დახურულ სივრცეებში), ბარებში (ღია და დახურულ სივრცეებში), კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ დაწესებულებებში, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში, სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.
კოვიდ-პასპორტის აღება შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს და ასევე საქართველოში კოვიდ-გადატანილ უცხოელებს, PCR–ტესტის ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირებს. ამ ეტაპზე ყველა შემთხვევაში, გარდა PCR და სწრაფი ტესტისა, კოვიდ-პასპორტი უვადო იქნება. PCR–ტესტთან ერთად იგი 72 საათის, სწრაფი ტესტის შემთხვევაში კი 24 საათის განმავლობაში იმოქმედებს.
კოვიდ-პასპორტი არის ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მოქალაქის კოვიდ-სტატუსის შესახებ სრულ ინფორმაციას.
ყველა ახალი ამბავი
0