Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

მაკა ასათიანის რძალმა კახეთში გრანდიოზული დაბადების დღე გადაიხადა – ფოტოები წვეულებიდან

© Facebook / Kakhi Jordaniaკახი ჟორდანია და ნანიკო კლდიაშვილი
კახი ჟორდანია და ნანიკო კლდიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
გამოწერა
მაკა ასათიანის უფროსი ვაჟი კახი ჟორდანია და მისი რჩეული ნანიკო კლდიაშვილი 2017 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ. როგორც ცნობილია, ნანიკოს წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს და მას არაერთ მნიშვნელოვან ჩვენებაში მიუღია მონაწილეობა.
ქორწილში მას ჯაბა დიასამიძის მიერ შექმნილი კაბა ეცვა. წყვილს პირველი შვილი 2020 წლის 14 თებერვალს შეეძინა. ნანიკომ შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა. ახალშობილს ლეა დაარქვეს.
ამჯერად კი ნანიკო კლდიაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოებს დაბადების დღის წვეულებიდან აქვეყნებს და სტუმრებს მადლობას უხდის. წვეულებას, რომელიც კახეთის ერთ-ერთ ცნობილ სასტუმროში გაიმართა, არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის, ბახვა ბრეგვაძე, მარიანა აჩბა, სალომე ღვინიაშვილი და ზურა ხიზანიშვილი, ანი პირველი და სხვ.
იუბილარმა მეგობრების გარემოცვაში დრო მხიარულად გაატარა, სადღესასწაულო სანთლებიც ჩააქრო და კამერის წინ პოზირებაც მოახერხა.
მაკა ასა­თი­ა­ნი ამ­ჟა­მად მე­ო­რე ქმარ­თან კოტე გო­გე­ლი­ას­თან ერ­თად ცხოვ­რობს, რო­მელ­თა­ნაც ერთი ვაჟი - კონ­ტას­ტი­ნე ჰყავს. დი­ზა­ი­ნერს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი ვაჟი - კახი და ლე­ვა­ნი­კო ჟორ­და­ნი­ე­ბი ჰყავს.
ყველა ახალი ამბავი
0