ზემო ლარსი დღეს: კობი–გუდაურის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

© Road Department of Roadsგზის გაწმენდის სამუშაოები
გზის გაწმენდის სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
გამოწერა
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, თოვისა და ლიპყინულის გამო აიკრძალა მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ტრანსპორტის გადაადგილება კი თავისუფალია.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
ყველა ახალი ამბავი
0