მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პირველი ტესტი კატის ფსიქოპათიის გასაზომად: ბრიტანელი მეცნიერების CAT-Tri+

© Pixabay / Norm_Bosworthბავშვი და კატა
ბავშვი და კატა - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
გამოწერა
თბილისი, 9 დეკემბერი − Sputnik. პრაქტიკულად ნებისმიერ შინაურ კატას შეიძლება გამოუვლინდეს ფსიქოპათიის ნიშნები, იუწყება გამოცემა Daily Mail-ი ბრიტანელ მკვლევარებზე დაყრდნობით, რომელთა ნაშრომიც გამოქვეყნდა ჟურნალში Journal of Research in Personality.
გავრცელებული ინფორმაციით, ლივერპულის უნივერსიტეტის ზოოლოგებმა ათასობით კატისა და მათი მფლობელების ურთიერთობები შეისწავლეს, რის საფუძველზეც სპეციალური ტესტი CAT-Tri+ შექმნეს. სპეცილიასტების თქმით, ეს მსოფლიოში პირველი ინსტრუმენტია კატის ფსიქოპათიის დონის გასაზომად.
ბიჭუნა და ძაღლი - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2020
მალე ადამიანი ცხოველთან „დიალოგს“ შეძლებს: იაპონიაში უნიკალური აპარატი იქმნება
აღინიშნება, რომ ტესტი მოიცავს 46 მტკიცებულებას. კატის მფლობელმა უნდა შეაფასოს, რამდენად ახასიათებს ესა თუ ის თვისება მის ბინადარს. მაგალითად, „ჩემი კატა ხმამაღლა კნავის ხილული მიზეზის გარეშე“.
მიღებული შედეგები ეხმარება ცხოველის პატრონს, განსაზღვროს კატის „უნამუსობის“ დონე − ისეთი თვისებები, როგორებიცაა, მაგალითად, თანაგრძნობის ნაკლებობა და თავხედური აგრესია, ადამიანებისა და სხვა ცხოველებისადმი არამეგობრული განწყობა–დამოკიდებულება და სხვ.
კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ფსიქოპათიის ელემენტები ყველა კატას აქვს.

„სავარაუდოდ, ფსიქოპათიის ელემენტები ყველა კატას აქვს, რაც ოდესღაც სასარგებლო იქნებოდა მათი წინაპრებისთვის რესურსების მოპოვების თვალსაზრისით, იქნებოდა ეს საკვების მოძიება, საკუთარი ტერიტორიის მონიშვნა თუ შეჯვარების მიზნით პარტნიორის პოვნა“, − განაცხადა კვლევის თანაავტორმა რებეკა ევანსმა.

ბრიტანელი მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ მათი ნაშრომი ბევრად გააუმჯობესებს კატისა და მისი მფლობელის ურთიერთობას, რაც აუცილებლად შეამცირებს ქუჩაში გაყრილი თუ თავშესაფარში ჩაბარებული ცხოველების რაოდენობას.
ყველა ახალი ამბავი
0