https://sputnik-georgia.com/20211208/witeli-jvari-219-neshti-identipicirebulia-262693044.html
წითელი ჯვარი: ქართული მხარისთვის გადმოცემული 598 ნეშტიდან 219 იდენტიფიცირებულია
წითელი ჯვარი: ქართული მხარისთვის გადმოცემული 598 ნეშტიდან 219 იდენტიფიცირებულია
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. ქართულ მხარეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელშეწყობით კიდევ რვა ადამიანის ნეშტი გადმოეცა, რომლებიც აფხაზეთის ომის დროს... 08.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-08T17:36+0400
2021-12-08T17:36+0400
2021-12-08T22:14+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260403955_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_a8db6eac263b1d455a70422187cda541.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. ქართულ მხარეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელშეწყობით კიდევ რვა ადამიანის ნეშტი გადმოეცა, რომლებიც აფხაზეთის ომის დროს დაკარგულად ითვლებოდნენ, ნათქვამია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებაში.„წითელი ჯვრის" ინფორმაციით, ცხედრების ექსჰუმაცია 2017-2019 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ეგიდით შექმნილი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში განხორციელდა.პროცესში, რომელიც ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს, ჩართული იყვნენ აფხაზური და ქართული მხარის წარმომადგენლები.დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში 8–9 დეკემბერს გაიმართება. „ყოველთვის, როცა ვატყობინებთ ოჯახებს, რომ მათი ახლობლები ამოცნობილი არიან, ვფიქრობთ იმ 2.300-ზე მეტ ადამიანზე, რომლებიც უკვე ათწლეულების მანძილზე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან“, – განაცხადა კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დესპანმა დანიელ მაქსვინმა.მისი თქმით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინტენსიურად მიმდინარეობდეს მათი ახლობლების ძებნა და იდენტიფიცირება.„ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ყველა მხარის უფრო აქტიური მონაწილეობით და კონკრეტული შესაძლებლობების განვითარებაში ინვესტიციებით, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ 2022 წლიდან აიღონ საკუთარ თავზე ის ამოცანები, რომლებსაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ახორციელებს“, – აღნიშნა მაქსვინმა.1990-იან და 2008 წლების შეიარაღებული კონფლიქტების დროს სულ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 2343 ადამიანი. 2010 წლიდან დღემდე ქართულ მხარეს გადასასვენებლად გადაეცა 598 ცხედარი. მათგან 219 იდენტიფიცირებულია.
https://sputnik-georgia.com/20211208/samebis-taarshi-afxazetidan-gadmosvenebulta-panashvidi-gaimarteba-262680423.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260403955_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4320052efd27012e6cf1246d41e47431.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. ქართულ მხარეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელშეწყობით კიდევ რვა ადამიანის ნეშტი გადმოეცა, რომლებიც აფხაზეთის ომის დროს დაკარგულად ითვლებოდნენ, ნათქვამია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებაში.
„წითელი ჯვრის" ინფორმაციით, ცხედრების ექსჰუმაცია 2017-2019 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ეგიდით შექმნილი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში განხორციელდა.
პროცესში, რომელიც ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს, ჩართული იყვნენ აფხაზური და ქართული მხარის წარმომადგენლები.
დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში 8–9 დეკემბერს გაიმართება.
„ყოველთვის, როცა ვატყობინებთ ოჯახებს, რომ მათი ახლობლები ამოცნობილი არიან, ვფიქრობთ იმ 2.300-ზე მეტ ადამიანზე, რომლებიც უკვე ათწლეულების მანძილზე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან“, – განაცხადა კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დესპანმა დანიელ მაქსვინმა.
მისი თქმით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინტენსიურად მიმდინარეობდეს მათი ახლობლების ძებნა და იდენტიფიცირება.
„ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ყველა მხარის უფრო აქტიური მონაწილეობით და კონკრეტული შესაძლებლობების განვითარებაში ინვესტიციებით, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ 2022 წლიდან აიღონ საკუთარ თავზე ის ამოცანები, რომლებსაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ახორციელებს“, – აღნიშნა მაქსვინმა.
1990-იან და 2008 წლების შეიარაღებული კონფლიქტების დროს სულ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 2343 ადამიანი. 2010 წლიდან დღემდე ქართულ მხარეს გადასასვენებლად გადაეცა 598 ცხედარი. მათგან 219 იდენტიფიცირებულია.