Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ვენსან კასელი დიდი ხნის პაუზის შემდეგ ტინა კუნაკისთან ერთად გამოჩნდა – ფოტოები

© photo: Sputnik / Asatur Yesayants / გადასვლა მედიაბანკშივენსან კასელი და ტინა კუნაკი
ვენსან კასელი და ტინა კუნაკი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
გამოწერა
საუდის არაბეთში კინოფესტივალი გაიმართა, სადაც წითელ ხალიჩაზე დიდი ფურორი მოახდინა ვენსან კასელისა და მისი ახალგაზრდა მეუღლის ტინა კუნაკის გამოჩენამ. წყვილი დიდი ხნის პაუზის შემდეგ ერთად პირველად გამოჩნდა.
24 წლის ტინას იასამნისფერი გრძელი კაბა ეცვა, რომელსაც კაპიუშონი ამშვენებდა. მოდელის უზადო „ლუქს“ მწვანე ყელსაბამი ასრულებდა. ვენსანს კი კლასიკური კოსტიუმი ეცვა, ის ახალგაზრდა მეუღლეს თვალს ვერ წყვეტდა, მის მზერაში დიდი სიყვარული, სიამაყე და აღფრთოვანება იგრძნობოდა.
წყვილის რომანის შესახებ ცნობილი 2015 წლის ზაფხულში გახდა, როდესაც ისინი კუნძულ იბიცაზე ისვენებდნენ. 2018 წლის 24 აგვისტოს ვენსან კასელი და ტინა კუნაკი დაქორწინდნენ, იანვარში კი ცნობილი გახდა, რომ ისინი პირველ შვილს ელოდებოდნენ.
მათ საერთო შვილი – ორი წლის ამაზონი ჰყავთ. ცნობილია, რომ ამაზონის ტყის დიდი ნაწილი ბრაზილიაშია, სადაც წყვილს სახლიც აქვს. სავარაუდოდ, პატარას სახელიც სწორედ მათ საყვარელ ადგილს უკავშირდება. კასელისთვის ეს მესამე შვილია, მას უკვე ჰყავს ორი გოგონა მსახიობ მონიკა ბელუჩისთან.
ყველა ახალი ამბავი
0