https://sputnik-georgia.com/20211208/orbelianis-sasaxlestan-saakasvilis-gatavisuflebis-motxovnit-saprotesto-aqcia-gaimarta-262697248.html
ორბელიანების სასახლესთან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
ორბელიანების სასახლესთან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
Sputnik საქართველო
აქცია „მთავარი არხის“ ტელეწამყვანის ნანუკა ჟორჟოლიანის და „მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პლატფორმის“ ორგანიზებით გაიმართა. 08.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-08T17:56+0400
2021-12-08T17:56+0400
2021-12-08T22:19+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/08/262696059_0:478:2730:2014_1920x0_80_0_0_bac7a4acdb503990f4c33da2d213e1fc.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. თბილისის ცენტრში, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის წინ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.აქცია ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოძრაობის აქტივისტებმა გამართეს. აქციის ინიციატორი ტელეკომპანია „მთავარი არხის" ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი იყო.ათონელის ქუჩაზე შეკრებილმა ასობით ადამიანმა გაშალა უზარმაზარი ბანერი წარწერით „თავისუფლება მიშას“. მათ ასევე საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა მოითხოვეს და განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს „ისტორიული შანსი“ – სააკაშვილის შეწყალების გზით შეცვალოს ქვეყანაში არსებული ვითარება.თუმცა, ულტიმატუმის სახით გამოთქმული მოთხოვნის მიუხედავად, პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. ექსპრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ადრე კატეგორიულად უპასუხა: „არა და არასდროს!“ ამის შემდეგ ზურაბიშვილს ამ საკითხზე დამატებითი განცხადებები არ გაუკეთებია.სააკაშვილს ექვსი წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლოში განიხილება კიდევ სამი საქმე, სადაც სააკაშვილს ბრალდებულის სტატუსი აქვს.
https://sputnik-georgia.com/20211204/saqalaqo-sasamartlostan-policiis-daumorcileblobis-braldebit-kidev-sami-piri-daalaves-262591457.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/08/262696059_1:0:2730:2047_1920x0_80_0_0_a180519c8ad6aa614739357888762bf9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ორბელიანების სასახლესთან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
17:56 08.12.2021 (განახლებულია: 22:19 08.12.2021) აქცია „მთავარი არხის“ ტელეწამყვანის ნანუკა ჟორჟოლიანის და „მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პლატფორმის“ ორგანიზებით გაიმართა.
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. თბილისის ცენტრში, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის წინ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა, იუწყება „
Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
აქცია ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოძრაობის აქტივისტებმა გამართეს. აქციის ინიციატორი ტელეკომპანია „მთავარი არხის" ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი იყო.
ათონელის ქუჩაზე შეკრებილმა ასობით ადამიანმა გაშალა უზარმაზარი ბანერი წარწერით „თავისუფლება მიშას“. მათ ასევე საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა მოითხოვეს და განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს „ისტორიული შანსი“ – სააკაშვილის შეწყალების გზით შეცვალოს ქვეყანაში არსებული ვითარება.
თუმცა, ულტიმატუმის სახით გამოთქმული მოთხოვნის მიუხედავად, პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. ექსპრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ადრე კატეგორიულად უპასუხა: „არა და არასდროს!“ ამის შემდეგ ზურაბიშვილს ამ საკითხზე დამატებითი განცხადებები არ გაუკეთებია.
სააკაშვილს ექვსი წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლოში განიხილება კიდევ სამი საქმე, სადაც სააკაშვილს ბრალდებულის სტატუსი აქვს.