Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სამი წლის ვიყავი, როცა წავიდა საცხოვრებლად აფრიკაში...“ – მარიამ სანოგო მამაზე

© courtesy of Mariam Sanogoმარიამ სანოგო
მარიამ სანოგო - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
გამოწერა
უცხო და მიმზიდველი გარეგნობის მქონე მოდელი მუდამ შეუდარებლად გამოიყურება. მარიამ სანოგო ნებისმიერი გემოვნების ადამიანის ყურადღებას იქცევს.
მოდელი და ტელეწამყვანი მარიამ სანოგო პირადი ცხოვრების შესახებ ხმამაღლა იშვიათად საუბრობს, თუმცა ამჯერად გადაცემაში „The Talk შოუ“ მამასა და მასთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

„საუკეთესო მამის სტატუსს მამაჩემს ვერ მივანიჭებ, რადგან უკვე წლებია, რაც ონლაინ არის ჩემს ცხოვრებაში. სამი წლის ვიყავი, როცა წავიდა საცხოვრებლად აფრიკაში და იმის მერე ჩვენი კონტაქტი მხოლოდ ტელეფონითა და მეილით შემოიფარგლება“, – ამბობს ტელეწამყვანი.

მისი თქმით, თინეიჯერობის ასაკში უფრო გამძაფრებული ჰქონდა ეს წყენა, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ ამ წყენამ გაუარა.

„არ არის ეს ჩემთვის სასიამოვნო თემა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ სანამ შვილი გამიჩნდებოდა, უფრო უკეთესი ურთიერთობა მქონდა. როგორც ადამიანმა, შეიძლება ვაპატიო რაღაცები, მაგრამ როგორც მშობელმა – ვერა“, – ამბობს მარიამ სანოგო მამაზე.

მარიამის რჩეული ოპერატორი გიორგი ლაშქარაძეა, რომელსაც ქორწინებამდე სამი წელი იცნობდა. წყვილის მეგობრული ურთიერთობა მარიამის მიერ გამოქვეყნებულ ფოტო-ვიდეოებზე კარგად ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა წყვილია, ახალბედა მშობლები ვაჟს დამოუკიდებლად ზრდიან.
ყველა ახალი ამბავი
0