https://sputnik-georgia.com/20211208/istoriuli-shansi-video-262701880.html
ისტორიული შანსი: სააკაშვილის მომხრეების შეთავაზება ზურაბიშვილს – ვიდეო
ისტორიული შანსი: სააკაშვილის მომხრეების შეთავაზება ზურაბიშვილს – ვიდეო
Sputnik საქართველო
პრეზიდენტის რეზიდენციასთან ათონელის ქუჩაზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. 08.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-08T20:38+0400
2021-12-08T20:38+0400
2021-12-08T23:42+0400
ვიდეო
მულტიმედია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/08/262701832_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_1e0e48e59342e8215fbb636d76702aab.jpg
აქციის ორგანიზატორები იყვნენ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მოძრაობა „თავისუფლება სააკაშვილს“. აქცის ინიციატორი იყო „მთავარი არხის“ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი. მასში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა.დემონსტრანტები მოითხოვდნენ პრეზიდენტთან შეხვედრას და აცხადებდნენ, რომ ახლა ზურაბიშვილს „ისტორიული შანსი“ აქვს – სააკაშვილის შეწყალებით შეცვალოს სიტუაცია ქვეყანაში.თუმცა პრეზიდენტმა უარი თქვა აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე. მანამდე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან კატეგრიული უარი განაცხადა მესამე პრეზიდენტის შეწყალებაზე. ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად შეეფარდა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა სისხლის სამართლის ორ საქმეზე - სანდრო გირგვლიანის მკვლელობისათვის გასამართლებული პირების შეწყალებისა და პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. სასამართლო განიხილავს კიდევ სამ საქმეს, რომლებშიც სააკაშვილს ბრალდებულის სტატუსი აქვს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/08/262701832_0:0:960:720_1920x0_80_0_0_eb0834030b53e38217765daa0a4e615c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვიდეო, მულტიმედია, видео
ისტორიული შანსი: სააკაშვილის მომხრეების შეთავაზება ზურაბიშვილს – ვიდეო
20:38 08.12.2021 (განახლებულია: 23:42 08.12.2021) პრეზიდენტის რეზიდენციასთან ათონელის ქუჩაზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა.
აქციის ორგანიზატორები იყვნენ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მოძრაობა „თავისუფლება სააკაშვილს“. აქცის ინიციატორი იყო „მთავარი არხის“ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი. მასში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა.
დემონსტრანტები მოითხოვდნენ პრეზიდენტთან შეხვედრას და აცხადებდნენ, რომ ახლა ზურაბიშვილს „ისტორიული შანსი“ აქვს – სააკაშვილის შეწყალებით შეცვალოს სიტუაცია ქვეყანაში.
თუმცა პრეზიდენტმა უარი თქვა აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე. მანამდე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან კატეგრიული უარი განაცხადა მესამე პრეზიდენტის შეწყალებაზე.
ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად შეეფარდა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა სისხლის სამართლის ორ საქმეზე - სანდრო გირგვლიანის მკვლელობისათვის გასამართლებული პირების შეწყალებისა და პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. სასამართლო განიხილავს კიდევ სამ საქმეს, რომლებშიც სააკაშვილს ბრალდებულის სტატუსი აქვს.