Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

დასახელდა ღამის კლუბების გახსნის სავარაუდო თარიღი

© Pixabay / Free-Photosდისკოთეკა ღამის კლუბში
დისკოთეკა ღამის კლუბში - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
გამოწერა
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ღამის კლუბებმა მუშაობა, შესაძლოა, 16–17 დეკემბრიდან განაახლონ, განაცხადა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ „პირველი არხის“ ეთერში.
საქართველოში ღამის კლუბები 2020 წლის მარტში დაიხურა და მას შემდეგ არცერთი დღე არ უმუშავიათ.
ფერაძის თქმით, თითქმის დასრულებულია უსაფრთხოების პროტოკოლზე მუშაობა, რომელიც მინისტრის ბრძანებით უნდა დამტკიცდეს. ამასთან, კლუბების გახსნის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს.
იყო მოლოდინი, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გუშინ, 7 დეკემბერს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღებდნენ.
ქვიარ ოთახი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველოში ღამის კლუბების გახსნის საკითხი ღიად რჩება
1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტების“ ამოქმედების შემდეგ შრომის ინსპექციამ ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებების, მათ შორის, ღამის კლუბების ასოციაციის წარმომადგენლებთან აქტიური შეხვედრები დაიწყო. შეხვედრების დროს მსჯელობის საგანი ობიექტების საქმიანობის უსაფრთხო, სტაბილური აღდგენისა და დადგენილი წესების დაცვის საკითხები იყო.
6 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე შრომის ინსპექციამ კლუბების წარმომადგენლებს შესთავაზა – მომხმარებელს არა მარტო კოვიდ-პასპორტები შეუმოწმოს, არამედ ობიექტის ტერიტორიაზე მოქალაქეების რაოდენობა 50%-მდე შეამციროს. ამ ეტაპზე კლუბების ადმინისტრაციები საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0