https://sputnik-georgia.com/20211208/erovnuli-bankis-rezervebi-shemcirda-262679081.html
საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები შემცირდა
საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები შემცირდა
Sputnik საქართველო
პანდემიის დაწყებიდან, 2020 წლის მარტიდან ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 529 მლნ დოლარით, 15,6 პროცენტით გაიზარდა. 08.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-08T10:35+0400
2021-12-08T10:35+0400
2021-12-08T14:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23929/27/239292721_65:311:1938:1365_1920x0_80_0_0_6b796e707c10a505f73e9f53e1f677d3.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 2021 წლის 30 ნოემბრისთვის ერთ თვეში 30,5 მლნ დოლარით შემცირდა და 3,9 მლრდ დოლარი შეადგინა, ნათქვამია უწყების გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.მიმდინარე წლის მაისის ბოლოსთვის რეზერვების მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმზე იყო და 4.153,5 მლნ დოლარს შეადგენდა.ეროვნული ბანკის ცნობით, საერთაშორისო რეზერვების შემცირება ძირითადად განპირობებულია ბანკებთან სვოპ-ოპერაციებით და მთავრობის სავალუტო ხარჯების გამო. პანდემიის დასაწყისიდან, 2020 წლის მარტიდან საერთაშორისო რეზერვები 529 მლნ დოლარით, 15,6 %-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან კი ზრდამ 17,9 მლნ დოლარი შეადგინა.საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურაუცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი 3,4 მლრდ დოლარს შეადგენს.მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 2,5 მლრდ დოლარი, და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 0,9 მლრდ დოლარი.გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 446,9 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 30,5 ათას დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს. რაში ხარჯავს რეზერვებს ეროვნული ბანკიეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ადრე განაცხადა, რომ რეგულატორი ბაზრის სტაბილიზაციისთვის ინტერვენციების განხორციელებას გეგმავს.„ვაანონსებ, რომ წელსაც დავხარჯავთ რეზერვებს, ოღონდ ისე, რომ რასაც განსაზღვრავს ფუნდამენტური ფაქტორები, ის ამას ვერ შეცვლის, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს. იმ შემთხვევაში, თუ ამ ფუნდამენტური ფაქტორების შეცვლას შევეცდებით, ეს ორმაგად უფრო დიდი გაუფასურებით და უფრო მაღალი ინფლაციით დაგვიბრუნდება“, – განაცხადა გვენეტაძემ.სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, რა დროსაც ჯამში 873,2 მილიონი დოლარი გაყიდა. წელს ეროვნულმა ბანკმა ცხრა აუქციონზე 332,9 მილიონი დოლარი გაყიდა.ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.
https://sputnik-georgia.com/20211207/saqartvelos-savaluto-bazari-erovnuli-bankis-axali-statistika-262642913.html
https://sputnik-georgia.com/20210915/erovnulma-bankma-monetaruli-politikis-ganakveti-ucvleli-datova-259616935.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23929/27/239292721_293:326:1679:1365_1920x0_80_0_0_0eaac36cfcab2c986ef43d954e7cb4c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები შემცირდა
10:35 08.12.2021 (განახლებულია: 14:29 08.12.2021) პანდემიის დაწყებიდან, 2020 წლის მარტიდან ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 529 მლნ დოლარით, 15,6 პროცენტით გაიზარდა.
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 2021 წლის 30 ნოემბრისთვის ერთ თვეში 30,5 მლნ დოლარით შემცირდა და 3,9 მლრდ დოლარი შეადგინა, ნათქვამია უწყების გვერდზე გამოქვეყნებულ
მასალებში. მიმდინარე წლის მაისის ბოლოსთვის რეზერვების მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმზე იყო და 4.153,5 მლნ დოლარს შეადგენდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, საერთაშორისო რეზერვების შემცირება ძირითადად განპირობებულია ბანკებთან სვოპ-ოპერაციებით და მთავრობის სავალუტო ხარჯების გამო.
პანდემიის დასაწყისიდან, 2020 წლის მარტიდან საერთაშორისო რეზერვები 529 მლნ დოლარით, 15,6 %-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან კი ზრდამ 17,9 მლნ დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი 3,4 მლრდ დოლარს შეადგენს.
მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 2,5 მლრდ დოლარი, და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 0,9 მლრდ დოლარი.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 446,9 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 30,5 ათას დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.

15 სექტემბერი 2021, 16:35
რაში ხარჯავს რეზერვებს ეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ადრე განაცხადა, რომ რეგულატორი ბაზრის სტაბილიზაციისთვის ინტერვენციების განხორციელებას გეგმავს.
„ვაანონსებ, რომ წელსაც დავხარჯავთ რეზერვებს, ოღონდ ისე, რომ რასაც განსაზღვრავს ფუნდამენტური ფაქტორები, ის ამას ვერ შეცვლის, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს. იმ შემთხვევაში, თუ ამ ფუნდამენტური ფაქტორების შეცვლას შევეცდებით, ეს ორმაგად უფრო დიდი გაუფასურებით და უფრო მაღალი ინფლაციით დაგვიბრუნდება“, – განაცხადა გვენეტაძემ.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, რა დროსაც ჯამში 873,2 მილიონი დოლარი გაყიდა. წელს ეროვნულმა ბანკმა ცხრა აუქციონზე 332,9 მილიონი დოლარი გაყიდა.
ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.