ბათუმში რეკორდულად ცხელი ამინდი დაფიქსირდა: რას ამბობენ სინოპტიკოსები

© photo: Sputnikბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში ბოლო ათი წლის განმავლობაში დეკემბერში ასეთი თბილი დღე არ დაფიქსირებულა.
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. დღეს ბათუმში უჩვეულო სითბო დაფიქსირდა, იუწყება პორტალი Batumelebi.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 დეკემბერს ბათუმში ჰაერის ტემპერატურამ პლუს 24 გრადუსს მიაღწია.
როგორც ობსერვატორიაში აცხადებენ, თბილი დეკემბერი ბათუმისთვის უცხო არ არის, თუმცა ასეთი სითბო დეკემბერში ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა.
„აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი ცივი იყო, დაბალანსდა და დეკემბერი გვაქვს სანაცვლოდ თბილი. იანვარი შედარებით ცივი იქნება“, – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის უფროსმა, რუსუდან დიასამიძემ.
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
საქართველოში 24 გრადუსამდე დათბება
მეტეოროლოგების პროგნოზით, ხვალ, 9 დეკემბერს ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დაიწევს, თუმცა 10 დეკემბრიდან ისევ გამოიდარებს.
10-14 დეკემბერს ბათუმში ისევ აღმოსავლეთის ქარი იქროლებს და კვლავ დათბება.
ყველა ახალი ამბავი
0