სროლა მოსკოვის მრავალფუნქციურ ცენტრში: არიან დაღუპულები და დაჭრილები

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიმულტიფუნქციური ცენტრი „რიაზანსკი“
მულტიფუნქციური ცენტრი „რიაზანსკი“  - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
გამოწერა
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა მოსკოვის მრავალფუნქციურ ცენტრ „რიაზანსკიში“ სროლებისას, იუწყება სააგენტო РИА Новости.
როგორც პოლიციაში არსებულმა წყარომ განუმარტა სააგენტოს, ერთ-ერთი დაშავებული 10 წლის გოგონაა.

„ვუსამძიმრებ დაშავებულებსა და დაღუპულთა ოჯახებს. ექიმები ყველაფერს აკეთებენ დაჭრილების დასახმარებლად“, — განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ცეცხლი 45 წლის მამაკაცმა გახსნა. ის შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა დააკავა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და კრიმინალის დაჭერა და განეიტრალება მოახერხა.
მასმედიის ცნობით, თავდამსხმელმა მას შემდეგ გახსნა ცეცხლი, რაც მას ცენტრში ნიღბის გარეშე ყოფნა აუკრძალეს. იარაღის გარდა, მას ასევე ჰქონდა მავთულებით სავსე ჩანთა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა შეიძლებოდა ყოფილიყო. ტრაგედიის თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცი არაადეკვატურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „ორი ან მეტი ადამიანის მკვლელობისა“ და „იარაღით უკანონო ვაჭრობის“ მუხლებით. დაკავებულს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0