საგარეჯოში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringerსახანძრო–სამაშველო ეკიპაჟი
სახანძრო–სამაშველო ეკიპაჟი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად საცხოვრებელი სახლის ერთ ნაწილს გაუჩნდა, მაგრამ შემდეგ სწრაფად გავრცელდა.
შემთხვევის დროს სახლში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო ერთ-ერთმა მათგანმა სახლიდან გამოსვლა ვერ შეძლო და მიღებული დამწვრობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
ყველა ახალი ამბავი
0