Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ფანტასტიკური გოგოები არიან“ – რუსკა მაყაშვილის საზოგადოებისთვის უცნობი დები – ფოტოები

© Facebook / Ruska Makashviliრუსკა მაყაშვილი
რუსკა მაყაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
გამოწერა
ყველასათვის ცნობილი მსახიობი რუსკა მაყაშვილი პატარა ასაკში დედის გვარზე გადავიდა. აღმოჩნდა, რომ რუსკას ორი ნახევარდა ჰყავს.
ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური, მხიარული, მუდამ მომღიმარი რუსკა მაყაშვილის ცხოვრების უკან დრამატული ისტორია იმალება. მაყაშვილების ოჯახს მთელი საქართველო საკუთარი ოჯახივით იცნობს.
რუსკას დედა თამარ მაყაშვილი 17 წლის იყო, როდესაც ეკონომისტ კოკა ცხვედიანზე იქორწინა. მალე ორი გოგონა გაუჩნდათ და პრობლემებიც დაიწყო. წყვილმა ერთად სულ 5 წელი იცხოვრა. ურთიერთობა მაშინ აირია, როდესაც გოგონების მამამ ხატვა დაიწყო და ამ ყველაფერს ფინანსური პრობლემები მოჰყვა.
რუსკა და ნინუცა ცხვედიანების მამა მანამდე დაოჯახებული იყო და პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. გოგონებს პროტესტის გრძნობა მაშინ გაუჩნდათ, როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში მიწვეულმა მამამ პირველი ქორწინებიდან შვილების სახელები ახსენა, ხოლო რუსკა და ნინუცა დაივიწყა. სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ გოგონებს მამის მიმართ დამოკიდებულება შეეცვალათ და ერთხმად გადაწყვიტეს, რომ დედის გვარზე გადავიდოდნენ და მაყაშვილები გახდებოდნენ.
რუსკა მაყაშვილი „ფორმულის“ გადაცემა „სთორიში“ იხსენებს, რომ მამაზე გაბრაზებული იყო, თუმცა წლების შემდეგ ურთიერთობა აღდგა და მის ორ ნახევარდასთანაც კარგი ურთიერთობა აქვს. „ფანტასტიკური გოგოები არიან“, – ამბობს რუსკა და აღნიშნავს, რომ კოკა ცხვედიანი ყურადღებიანი ბაბუაცაა.
რუსკას დაოჯახებისკენ ბევრი ადამიანი უბიძგებდა, მაგრამ ის არ ჩქარობდა, სიყვარულს კი დიდი ხნის მანძილზე საზოგადოებას უმალავდა. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, პოპულარული მსახიობი და ყველასათვის საყვარელი წამყვანი დედობრივი მოვალეობების შესრულებას მაინც ახერხებს. პატარა ილია ხასიათით დედას ემსგავსება. პატარა ბიჭუნას გარშემო მუდამ ჟრიამულია. ბაღში გადაღებული ვიდეოები ამას კიდევ ერთხელ ამტკიცებს. რუსკა კი ვაჟის მხიარულ ვიდეოებს ინტენსიურად აქვეყნებს.
რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს ორი წელი ხვდებოდნენ. ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში დადიოდა ხმები მათი შესაძლო სასიყვარულო რომანის შესახებ. ჭორები კი ბათუმიდან გავრცელდა, სადაც რუსკა და სანდრო ერთად ისვენებდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0