Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ეს რა მიქენი, შენი გაზრდილი ვიყავი...“ – ნინი შერმადინი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

© Photo: Nini Shermadini / FBნინი შერმადინი
ნინი შერმადინი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
გამოწერა
ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მომღერალი წერს, მისი სიმღერის მასწავლებელი კორონავირუსით გარდაიცვალა.

„თამრი, ეს რა მიქენი, შენი გაზრდილი ვიყავი, შენ მასწავლე სიმღერები. შენც დამტოვე? წადი, ჩაგიხუტებს გულში შენი ძმა და რძალი, იქ უკეთესია ალბათ, ჩემო ლამაზო. შენ ისეთი სუფთა ხარ, სამოთხის კარი ღიაა უკვე შენთვის. მიყვარხარ ძალიან და ილოცე მაქედან ჩემთვის, რომ მეც, როცა იქნება ჩემი ჯერი, გნახოთ იქ, სადაც ყველაფერი ლამაზია. დედა და მამა დამიკოცნე, მიყვარხარ და შეხვედრამდე”, – დაწერა ნინი შერმადინმა.

მომღერალი ნინი შერმადინი უკვე 8 წელია ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. ის ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელია და პარალელურად მუსიკისთვისაც ხშირად იცლის. გასულ წელს მან სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა და დაწერა, რომ ჯერ მამა, რამდენიმე თვის შემდეგ კი დედა გარდაეცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0