https://sputnik-georgia.com/20211207/gurjaanis-policiis-droebiti-moktavsebis-izolatorsi-mamakaci-gardaicvala-262674323.html
გურჯაანის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში მამაკაცი გარდაიცვალა
გურჯაანის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში მამაკაცი გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული და შემთხვევის დღეს მისი სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო. 07.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-07T21:04+0400
2021-12-07T21:04+0400
2021-12-07T23:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/16/251231961_0:125:3197:1923_1920x0_80_0_0_9535314ab4327a97e20575a9e372d0b5.jpg
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. გურჯაანის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში 41 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.შემთხვევა 3 დეკემბერს, დაკავებულის სასამართლო პროცესის დაწყებამდე მოხდა.გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული. წინასწარი ინფორმაციით, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. სავარაუდოდ, მას ეპილეფსიური შეტევა დაემართა. მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/16/251231961_233:0:2964:2048_1920x0_80_0_0_985416966c86905254f1ea2928a2d8fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები
გურჯაანის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში მამაკაცი გარდაიცვალა
21:04 07.12.2021 (განახლებულია: 23:18 07.12.2021) გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული და შემთხვევის დღეს მისი სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო.
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. გურჯაანის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში 41 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა 3 დეკემბერს, დაკავებულის სასამართლო პროცესის დაწყებამდე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული.
წინასწარი ინფორმაციით, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. სავარაუდოდ, მას ეპილეფსიური შეტევა დაემართა. მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.