რუსეთში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა

© AP Photo / Vitali Timkivკორონავირუსის პანდემია. ექიმები და პაციენტები კლინიკაში
კორონავირუსის პანდემია. ექიმები და პაციენტები კლინიკაში - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
გამოწერა
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ახალ შტამზე მონაცემი ცოტაა, თუმცა, როგორც ჩანს, ის საკმაოდ კონტაგიოზურია.
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. რუსეთში COVID-19-ის ახალი შტამის - „ომიკრონის“ ორი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება РИА Новости „როსპოტრებნადზორზე“ დაყრდნობით.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორ პაციენტს, რომელსაც PCR-ტესტირების შედეგად ვირუსი დაუდასტურდა, „ომიკრონის“ შტამი აღმოაჩნდა.
ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, SARS-CoV-2 გამოუვლინდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ჩამოსულ ათ მგზავრს, თუმცა შტამი ჯერ არ არის დადგენილი.
COVID-19 რუმინეთში - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
„ომიკრონის“ საფრთხე: რუმინეთი ქვეყანაში შესვლის წესებს ცვლის
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აღმოჩენილ კორონავირუსის ახალ შტამს შემაშფოთებელი უწოდა. COVID-19-ის ახალ სახეობას - B.1.1.529-ს ჯანმომ ბერძნული ასო „ომიკრონი“ უწოდა. ჯერჯერობით მეცნიერები აცხადებენ, რომ ახალ ვარიანტზე ცოტა მონაცემია, თუმცა, როგორც ჩანს, ის საკმაოდ კონტაგიოზურია. მათი შეფასებით, საშუალო ინკუბაციური პერიოდი ხუთი დღეა.
მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის თავმჯდომარემ ფრანკ ულრიხ მონტგომერიმ შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ შესაძლოა ებოლას ვირუსივით საშიში და „დელტა“ შტამივით გადამდები იყოს.
ყველა ახალი ამბავი
0