Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ქეთი ხატიაშვილი საყვარელ კაცთან ერთად მადრიდში ისვენებს – ფოტოები

© Photo: Ketevan Khatiashvili / FBქეთევან ხატიაშვილი
ქეთევან ხატიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
გამოწერა
ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილს ბევრი სოციალური ქსელიდან იცნობს, თუმცა ის ტელეეკრანებზეც ხშირად ჩანს და ბავშვებსა თუ მოზრდილებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ბევრ სასარგებლო რჩევას აძლევს.
ცნობილი ქართველი წყვილი, ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა მადრიდში ისვენებენ. ამის შესახებ სოციალური ქსელიდან ხდება ცნობილი.
ქეთი ხატიაშვილი საკუთარ „ინსტაგრამზე“ ვიდეოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ წყვილი შესანიშნავ დროს ატარებს. „საოცრად უხდებით ერთმანეთს“, „ბედნიერ დასვენებას გისურვებთ“, – უწერენ ქეთის გულშემატკივრები კომენტარებში.
ქეთი ხატიაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილი პოპულარული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეშვეობით გახდა და პროექტის მესამე სეზონში გამარჯვებაც მოიპოვა. ტანმოვარჯიშეს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ უყვარს, თუმცა საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებულ ფოტოებს „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე ხშირად აქვეყნებს.
წყვილის ურთიერთობა რამდენიმე წელს ითვლის. ისინი რამდენიმე თვის წინ შერიგდნენ და ახლა ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ.
ყველა ახალი ამბავი
0