Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

44 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა: ეპიდვითარება რეგიონებში

© photo: Sputnik / Stringerკორონავირუსის პანდემია
კორონავირუსის პანდემია  - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.778-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 867.071-ს მიაღწია.
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.778 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 924 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი ქვემო ქართლია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 270, ქვემო ქართლი – 130, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 119, აჭარა – 89, შიდა ქართლი – 83, კახეთი – 66, მცხეთა-მთიანეთი – 36, გურია – 27, სამცხე-ჯავახეთი – 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3.234 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 809.830-მდე გაიზარდა.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
63 გარდაცვლილი: კოვიდ-მონაცემები განახლდა
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 63 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 12.407-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 44.808 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.455 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.565, იმერეთში – 1.332, აჭარაში – 534.
1.611 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 362 პირი, მათგან თბილისში – 202, აჭარაში – 39, იმერეთში – 32. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.121 ადამიანი, მათ შორის 682 – თბილისში, 257 – აჭარაში. 37.232 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 36 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 35, აჭარაში – 1.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41.509 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.778-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 867.071-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0