გურჯაანში ავარიას 87 წლის ქალი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულ;ო პოლიცია
საპატრულ;ო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
გამოწერა
ასაკიან ქალს ჯერ ერთი მანქანა დაეჯახა, შემდეგ კი მეორე.
თბილისი, 6 დეკემბერი - Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 87 წლის ქალი დაიღუპა, იუწყება „პირველი არხი“.
შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი გზის გადაკვეთას ცდილობდა, როდესაც მას ჯერ ერთი ავტომანქანა დაეჯახა, შემდეგ კი მეორე. ქალი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0