Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ილომ გამოცდა ვერ ჩააბარა...“ – ანი ბებია ვიდეოს აქვეყნებს

© Facebook / Ilia Beroshviliილო ბეროშვილი ანი ბებია
ილო ბეროშვილი ანი ბებია - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
გამოწერა
ილო ბეროშვილი და ანი ბებია ფართო საზოგადოებამ პოპულარულ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ანი ეპიზოდურ, ხოლო ილო ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ წყვილი დაქორწინდა. ეს ამბავი ბევრისთვის მოულოდნელი იყო და საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
ანისა და ილოს ერთი შვილი ჯერი ბეროშვილი ჰყავთ. ისინი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევიან და საკუთარ ყოველდღიურობას ხელმომწერებს ხშირად უზიარებენ. ამჯერად ანი ბებია ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ილოს გამოცდა მოუწყო.
„ხომ სულ ვამბობ, რომ ილო ძალიან მეხმარება ბავშვის გაზრდაში, აბანავებს, პამპერსსაც უცვლის, სასეირნოდაც მიჰყავს ჩემ გარეშე, მაგრამ არასდროს გაუკეთებია ფაფა“, – ამბობს ანი ბებია და ვიდეოში ხელმომწერებს აჩვენებს, როგორ უმზადებს ილო ბეროშვილი საკვებს პატარა ჯერის.
„ილომ გამოცდა ვერ ჩააბარა, მეგობრებო. ილო, დაჯექი, ორიანი“ – ამბობს ანი ვიდეოს ბოლოს.
ილო ბეროშვილისა და ანი ბებიას ვაჟი ჯერი ოქტომბერში ერთი წლის გახდა. პატარამ პირველი დაბადების დღე უფროს დებთან ერთად აღნიშნა – ილო ბეროშვილის ქალიშვილებთან პირველი ქორწინებიდან.
ანის პირველი ქორწინებიდან შვილი არ ჰყოლია. ილოს კი პირველ ქორწინებაში ჟურნალისტ ნელი აგირბასთან ორი გოგონა ჰყავს. აპრილის ბოლოს მესამე ქორწინებიდან ნელი აგირბასაც შეეძინა მესამე შვილი.
ყველა ახალი ამბავი
0