აჭარაში ციტრუსის მიმღები ახალი საწარმო გაიხსნა

© photo: Sputnikმანდარინი
მანდარინი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
გამოწერა
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში ციტრუსის მიმღებ-დამახარისხებელი საწარმო გაიხსნა.
„აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, საწარმო 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს და დღე-ღამეში არანაკლებ 40 ტონა ციტრუსს ჩაიბარებს. ხოლო მიმდინარე სეზონზე საწარმო მიიღებს და გადაამუშავებს 500 ტონამდე ციტრუსს, რომელიც რუსეთის, სომხეთის, უზბეკეთის და ყაზახეთის ბაზრებზე იქნება ექსპორტირებული.
საწარმოში 60-მდე ადგილობრივია დასაქმებული.
„პროექტი საკუთარ თავს ამართლებს. ჩვენ საწარმოს დავეხმარეთ განახლებასა და ინვენტარის შეძენაში. მომავალი წლისთვის ჩვენ ბიუჯეტი გავზარდეთ და სახელმწიფო დაფინანსებას 30-მდე ახალი და უკვე გახსნილი საწარმო მიიღებს“, – განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ.
მანდარინი - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
საქართველოდან მანდარინის ექსპორტი იზრდება
საგრანტო პროგრამა „სოფლად მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერის“ ფარგლებში საწარმომ სახელმწიფოსგან 88 ათასი ლარი მიიღო.
1 დეკემბრის მონაცემებით, 2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთში (5.153 ტონა), სომხეთში (2.221 ტონა), უკრაინაში (651 ტონა), მოლდოვაში (141 ტონა), ყაზახეთში (61 ტონა), სლოვენიაში (50 ტონა), ყირგიზეთსა (60 ტონა) და სხვა ქვეყნებში (39 ტონა).
ყველა ახალი ამბავი
0