თბილისის ცენტრში ხანძარი გაჩნდა

© photo: Sputnik / Stringerსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2021
გამოწერა
ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ადგილობრივი მაცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ მათ მანამდე აფეთქების ხმა გაიგეს.
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ხანძარი იყო - ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება, აცნობეს Sputnik-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ცეცხლი რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. უწყების ცნობით, მეხანძრე მაშველებმა მის ჩასაქრობად შესაბამისი ძალები გამოიყენეს.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აფეთქების ხმა გაიგეს. მათი განცხადებით, სახლიდან გამოსვლა ყველამ მოასწრო.
ყველა ახალი ამბავი
0