მიტინგები კოვიდ-პასპორტების წინააღმდეგ თბილისსა და ქუთაისში - ვიდეო

გამოწერა
კვირას თბილისსა და ქუთაისში საპროტესტო აქციები გაიმართა კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ ლოზუნგით „არა კოვიდ-პასპორტებს“
თბილისში გამართულ აქციაზე დაახლოებით ოთხი ათასი ადამიანი მივიდა, რომლებმაც გზა გადაკეტეს პარლამენტის შენობასთან. აქციის მონაწილეთა ნაწილი შვილებთან ერთად იყო. აქციას შეუერთდნენ კურიერები. მათი უმეტესობა პირბადის გარეშე იყო.
„უკვე ტრადიციულად ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე. უნდა ვიბრძოლოთ საკუთარი უფლებებისათვის. არ დავუშვებთ სავალდებულო ვაქცინაციას და უნდა მივაღწიოთ კოვიდ-პასპორტების სისტემის გაუქმებას“, - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ზვიად ტომარაძემ. აქციაზე ასევე იმყოფებოდა მომღერალი ირაკლი ფირცხალავა.
ქუთაისში მიტინგზე გაცილებით ნაკლები ადამიანი მივიდა, თუმცა მისმა მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მზად არიან კვლავ შეიკრიბონ მომავალ კვირას. რაც შეეხება თბილისს, ახალი აქცია სამშაბათს იგეგმება.
ყველა ახალი ამბავი
0