დედაენის ბაღში USAID-ის ბენეფიციარი კომპანიების ნაწარმი გამოიფინა

© courtesy of L. Morgoshiaგამოფენა-გაყიდვა
გამოფენა-გაყიდვა - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2021
გამოწერა
გამოფენაში 100-მდე მეწარმე მონაწილეობს და მისი მიზანი მეწარმეების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა და პროდუქციის საზოგადოებისთვის გაცნობაა.
თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. თბილისში, დედაენის ბაღში USAID-ის პარტნიორი და ბენეფიციარი კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის საახალწლო გამოფენა-გაყიდვა იმართება.
გამოფენის მისი მიზანია მეწარმეების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება და პროდუქციის საზოგადოებისთვის გაცნობა.
გამოფენაში 100-მდე მეწარმე მონაწილეობს. მათ დედაენის ბაღში ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები, სამკაულები, ტყავის და თექის ნაწარმი, ფერწერის ნიმუშები და სოფლის მეურნეობის პროდუქტები მიიტანეს.
გამოფენაზე საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი, USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელი პიტერ უიბლერი, USAID-ის პროგრამების წარმომადგენლები და სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციებიდან მოწვეული სტუმრები მივიდნენ.
„მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ეს ბიზნესები, რომელსაც USAID უჭერს მხარს, ქართულია. მათი უმრავლესობა ახალგაზრდა მეწარმეებისაა, ქალების. ხშირად, სოფლად მცხოვრები საზოგადოებისგან. ჩვენ ამას მეწარმეობის წასახალისებლად ვაკეთებთ. ასევე კერძო სექტორის ზრდისთვის“, - განაცხადა USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, პიტერ უიბლერმა.
დედაენის ბაღში გამოფენა 20:00 საათამდე გაგრძელდება.
USAID ხელს უწყობს ქართველ მეწარმეებს შექმნან წარმატებული ბიზნესი და ახალი სამუშაო ადგილები. USAID-ის პროგრამებმა ამ მეწარმეებს მხარი დაუჭირეს დაფინანსებით, ტრენინგებითა და მენტორობით.
გამოფენა 20:00 საათზე დასრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0