შერეული ორთაბრძოლების ქართველმა მებრძოლმა Bellator MMA-ს ტურნირი მოიგო

© REUTERS / LEAH MILLISჭიდაობა. ტოკიოს ოლიმპიადა
ჭიდაობა. ტოკიოს ოლიმპიადა - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2021
გამოწერა
ქართველი მებრძოლი ბრაზილიელს დაუპირისპირდა და მან გამარჯვება მსაჯების ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით მოიპოვა
თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. შერეული ორთაბრძოლების ქართველმა მებრძოლმა ლევან ჩოხელმა ანკასვილში (აშშ) გამართულიBallator MMA სერიის ტურნირი მოიგო.
ჩოხელი ბრაზილიელ ვინიშიუს დე ჰესუსს დაუპირისპირდა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო (29:28, 30:27, 30:27).
ბრძოლის დროს ჰესუსი ცდილობდა ბრძოლის პარტერში გადაყვანას, მაგრამ ჩოხელი ყოველ ჯერზე უსხლტებოდა. თავის მხრივ, ქართველმა სპორტსმენმა ბრაზილიელს მიაყენა რამდენიმე ძლიერი დარტყმა, რასაც მეტოქემ ვერ გაუძლო.
ბექა კაპანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
ევროპის და ამერიკის N1 ქართველი სპორტსმენი: „საქართველოში ჩემპიონის ქამრით დავბრუნდები!“
29 წლის ჩოხელს ჯამში 10 გამარჯვება და ერთი წაგება აქვს. კიდევ ერთი ბრძოლა გაუქმდა.
Bellator-თან დადებული კონტრაქტის მიხედვით, ჩოხელს კიდევ ორი ​​ბრძოლა აქვს ჩასატარებელი და დადებითი ბალანსის შემთხვევაში ქართველ მებრძოლს კონტრაქტს გაუგრძელებენ.
ყველა ახალი ამბავი
0