https://sputnik-georgia.com/20211204/policiam-batumsi-interpolis-witeli-cirkularit-zebnili-xuti-piri-daakava-262591831.html
პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ხუთი პირი დააკავა
პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ხუთი პირი დააკავა
Sputnik საქართველო
დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის მიერ სხვადასხვა მძიმე დანაშაულებებისთვის იძებნებოდნენ. 04.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-04T15:31+0400
2021-12-04T15:31+0400
2021-12-04T15:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24154/82/241548223_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_4dc42ccb5d586d07769e351c850335d5.jpg
თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი ხუთი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ინფორმაციით, სხეულის დაზიანების და სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 44 წლის პირი, რომელიც სამართალდამცველების მიერ 2021 წლიდან იძებნებოდა.სხეულის დაზიანების, იარაღის ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის 38 წლის პირია ბრალდებულია. იგი წითელი ცირკულარით 2020 წლიდან იყო ძებნილი.ასევე, 36 წლის ბრალდებულს თურქეთის ინტერპოლი ჯგუფურად ჩადენილი შეიარაღებული ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის 2021 წლიდან ეძებდა.დაკავებულთა შორისაა 33 წლის პირი, რომელიც თურქი სამართალდამცველების მიერ შეიარაღებული ძარცვასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, წითელი ცირკულარით, 2019 წლიდან იძებნებოდა.მათთან ერთად დაკავებულია 50 წლის პირი, რომელიც პროსტიტუციაში ჩართვის, პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფისა და პროსტიტუციის წახალისებისათვის წითელი ცირკულარით 2017 წლიდან იყო ძებნილი.ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24154/82/241548223_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_3e5760b75473e503dd5ce88700b89676.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ხუთი პირი დააკავა
დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის მიერ სხვადასხვა მძიმე დანაშაულებებისთვის იძებნებოდნენ.
თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი ხუთი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, სხეულის დაზიანების და სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 44 წლის პირი, რომელიც სამართალდამცველების მიერ 2021 წლიდან იძებნებოდა.
სხეულის დაზიანების, იარაღის ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის 38 წლის პირია ბრალდებულია. იგი წითელი ცირკულარით 2020 წლიდან იყო ძებნილი.
ასევე, 36 წლის ბრალდებულს თურქეთის ინტერპოლი ჯგუფურად ჩადენილი შეიარაღებული ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის 2021 წლიდან ეძებდა.
დაკავებულთა შორისაა 33 წლის პირი, რომელიც თურქი სამართალდამცველების მიერ შეიარაღებული ძარცვასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, წითელი ცირკულარით, 2019 წლიდან იძებნებოდა.
მათთან ერთად დაკავებულია 50 წლის პირი, რომელიც პროსტიტუციაში ჩართვის, პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფისა და პროსტიტუციის წახალისებისათვის წითელი ცირკულარით 2017 წლიდან იყო ძებნილი.
ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.