ჯანო ანანიძემ თბილისის „დინამო“ დატოვა

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიჯანო ანანიძე
ჯანო ანანიძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2021
გამოწერა
თბილისის „დინამომ“ ანანიძეს შემდგომ კარიერაში წარმატება და თამაშის მაღალ დონეზე დაბრუნება უსურვა.
თბილისი, 4 დეკემბერი– Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების და მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ თბილისის „დინამო“ დატოვა, ნათქვამია დედაქალაქური კლუბის განცხადებაში.
„დინამო“ თბილისი ჯანო ანანიძეს დაემშვიდობა, რომელიც კლუბში 2021 წლის აპრილში ჩაირიცხა და მას შემდეგ, დღემდე მხოლოდ ერთი მატჩი (26 წუთი) ჩაატარა. 29 წლის ნახევარმცველს საკმაო პერიოდი დასჭირდა რეაბილიტაციისთვის, გუნდს ვერ დაეხმარა ევროტურნირებზე გასამართ მნიშვნელოვან მატჩებში და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, კვლავ ვერ ვარჯიშობდა გუნდთან ერთად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან განცხადებაში აღნიშნულია, რომ კლუბის ადმინისტრაცია ვერ ხედავდა ფეხბურთელთან კონტრაქტის გაგრძელების შესაძლებლობას.
„ფეხბურთელის სურვილი იყო, რომ იანვარსა და თებერვალში, „დინამო“ თბილისთან ერთად უცხოურ შეკრებაზე გამგზავრებულიყო და ფორმის აღდგენის საშუალება ჰქონოდა. ვინაიდან მიმდინარე მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლებელი იყო საწვრთნელ პროცესში მისი სრულფასოვნად ჩართვა კლუბმა აამოქმედა მასთან დადებული კონტრაქტის შესაბამისი პუნქტი და გამოიყენა უფლება, აღარ გაუგრძელოს ხელშეკრულება ფეხბურთელს“, - ნათქვამია განცხადებაში.
კონტრაქტის გაწყვეტის მიუხედავად, თბილისის „დინამომ“ ანანიძეს შემდგომ კარიერაში წარმატება და თამაშის მაღალ დონეზე დაბრუნება უსურვა.
© photo: spartak 2017-2019 ჯანო ანანიძე
Джано Ананидзе с Кубком России по футболу - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2021
ჯანო ანანიძე
ანანიძემ კარიერის უმეტესი ნაწილი - 11 წელიწადი მოსკოვის „სპარტაკში" გაატარა, აქედან მცირე ხნით იჯარით „როსტოვსა" და „კრილია სოვეტოვში“ იასპარეზა. ჯამში ნახევარმცველმა „სპარტაკის“ შემადგენლობაში 146 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ანანიძემ 45 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბოლოს ნახევარმცველმა ნაკრებში ორ წელზე მეტი ხნის წინ ითამაშა.
ყველა ახალი ამბავი
0