ჯანმომ „სპუტნიკV"-ს ინსპექტირების დაწყების ვადები დაასახელა

© photo: Sputnik / Ilya Naimushin / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია რუსეთში
ვაქცინაცია რუსეთში - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2021
გამოწერა
ადრე RDIF-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ფონდი ელოდება დამტკიცებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან მომდევნო ორი თვის განმავლობაში.
თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების ინსპექტირება რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს შესაფასებლად ჩატარდება არა უადრეს 2022 წლის იანვრისა, განუცხადეს РИА Новости-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსამსახურში.
ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ ნოემბრის ბოლოს გაიმართა შეხვედრა RDIF-ის (რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი) წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს ვაქცინის ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ დამატებითი მონაცემების მიღების აუცილებლობა.

„კომპანიამ პირობა დადო, რომ უზრუნველყოფდა მონაცემთა გადაცემის დეტალურ საგზაო რუკას, რათა ჯანმომ ვაქცინის შეფასება დააჩქაროს. მონაცემების წარდგენა მოსალოდნელია 2021 წლის დეკემბრის ბოლოს. ინსპექტირება ვერ მოხდება მონაცემების წარდგენამდე და შეფასებამდე“, - განაცხადეს ჯანმო-ში.

ოქტომბრის დასაწყისში, რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ განაცხადა, რომ ჯანმოში „სპუტნიკ V“-ს აღიარებასთან დაკავშირებული ყველა ბარიერი მოიხსნა და გარკვეული ადმინისტრაციული პროცედურები დარჩა. მოგვიანებით, RDIF-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ფონდი ელოდება დამტკიცებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან მომდევნო ორი თვის განმავლობაში.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
გინცბურგმა დაასახელა ვაქცინები, რომლებითაც ერთდროული აცრა დასაშვებია
„სპუტნიკ V“ დამტკიცებულია 71 ქვეყანაში, 4 მილიარდი ადამიანის საერთო მოსახლეობით, რაც მსოფლიოს მოსახლეობის 50%-ზე მეტია. „სპუტნიკ V“ მსოფლიოში მეორე ადგილზეა მთავრობის მარეგულირებლების მიერ აღიარების რაოდენობით. ვაქცინის ეფექტურობამ შეადგინა 97,6% (3,8 მილიონი ვაქცინირებული რუსეთის მოქალაქის მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით), რაც აღემატება სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ის მიერ ადრე გამოქვეყნებულ მონაცემებს (91,6%), ამის შესახებ ადრე RDIF-ში და გამალეას კვლევით ცენტრში განაცხადეს. რიგ ქვეყნებში (არგენტინა, სან-მარინო, სერბეთი, უნგრეთი, ბაჰრეინი, მექსიკა, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და სხვ.) მოსახლეობის „სპუტნიკ V“-ს პრეპარატით ჩატარებული ვაქცინაციის დროს მონაცემები აჩვენებს, რომ ეს ვაქცინა არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური, იტყობინება RDIF.
„სპუტნიკ V“ 4 მარტიდან გადის ეტაპობრივი ექსპერტიზის პროცედურას ევროპის მედიკამენტების სააგენტოში, რომელიც ამტკიცებს წამლებს ცენტრალიზებული გამოყენებისთვის ევროკავშირში.
ყველა ახალი ამბავი
0