Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

47 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა: ეპიდვითარება რეგიონებში

© photo: Sputnik / Stringerგამვლელები ქუჩებში. კორონავირუსის პანდემია
გამვლელები ქუჩებში. კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.950-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 861.883-ს მიაღწია.
თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3.950 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.657 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი შიდა ქართლია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 686, შიდა ქართლი - 343, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 274, ქვემო ქართლი - 222, კახეთი - 208, აჭარა - 152, ჯავახეთი - 134, მცხეთა-მთიანეთი - 126, გურია - 108, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 40.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.014 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 801.864-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 40 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 12.298-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 47.695 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.528 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.565, აჭარაში - 562, იმერეთში - 1.353.
მოსწავლეები პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
სკოლებში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი იკლებს
1.601 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 369 პირი, მათგან თბილისში – 203, აჭარაში - 42, იმერეთში - 35. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.155 ადამიანი, მათ შორის 692 - თბილისში, 267 - აჭარაში. 40.012 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 1.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42.193 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.950-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 861.883-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0