ვითარება საქართველოს გზებზე – დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

© press office of the Roads Department of Georgiaგზის გაწმენდის სამუშაო
გზის გაწმენდის სამუშაო - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
გამოწერა
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე პრობლემები უამინდობამ და რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა შექმნა, აცხადებენ დეპარტამენტში.
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი–ბაკურიანი–ახალქალაქის საავტომობილო გზის 31-62 კმ მონაკვეთზე (ანდეზიტი–ღადოლარი) შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დიდთოვლობის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის და საჩხერე–ონის საავტომობილო გზებზე.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ნაქერალას უღელტეხილზე (ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62 კმ მონაკვეთი) მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა 1 დეკემბერს აიკრძალა.
მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აგრეთვე აკრძალული იყო საჩხერე–ონის საავტომობილო გზაზე. იქ მოძრაობა ამჟამად თავისუფალია ყველა სახის ტრანსპორტისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0