Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

„საქსტატის“ კვლევა: დადგინდა გვერდითი ეფექტები, რომლებსაც მოსახლეობა აცრის შემდეგ უჩიოდა

© photo: Sputnik / Stringerვაქცინაცია კორონავირუსზე
ვაქცინაცია კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
გამოწერა
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. დაღლილობა, მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილები, წნევა — ეს ის ძირითადი სიმპტომებია, რომლებიც კორონავირუსზე ვაქცინირებულებმა დაასახელეს, ნათქვამია ერთობლივ კვლევაში, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ და გაეროს ბავშვთა ფონდმა, UNICEF-მა ჩაატარეს.
კვლევისას, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდა, 1.996 ადამიანი გამოიკითხა: აქედან 1.033 კაცი სოფლების მცხოვრები იყო, ხოლო 963 — ქალაქებისა.
დასასვენებელი პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
პენსიონერები ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ერთვებიან
გამოკითხვის თანახმად, იმ რესპონდენტთა რაოდენობამ, რომლებსაც COVID-19-ზე პირველი დოზით აცრის შემდეგ რაიმე ტიპის გვერდითი მოვლენა დაუფიქსირდა, 37,2% შეადგინა.
რესპონდენტების პროცენტული წილი გვერდითი მოვლენების მიხედვით ასე გამოიყურება:
დაქანცვა/დაღლილობა — 38,6%
ლოკალური ტკივილი — 33%
სიცხე — 30,2%
სახსრების ტკივილი — 27,9%
თავის ტკივილი — 16,9%
კუნთების ტკივილი — 12,6%
სისხლის მაღალი წნევა — 7,1%
ლოკალური სიწითლე — 4,7%
შფოთვა/მოუსვენრობა — 4,6%
გულისრევის შეგრძნება — 3,6%
ღებინება — 1,6%.
გარდა ამისა, ირკვევა, რომ ვაქცინირებულების 1,1%-ს აღენიშნებოდა ლიმფური კვანძების ლოკალური გადიდება, 0,5%-ს – ლოკალური შეშუპებები, ხოლო 0,1%-ს — დიარეა.
საქართველოში COVID-19-ზე ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ამ დროისათვის ქვეყანაში უკვე გაკეთებულია 2.211.839 აცრა. აქედან ორი დოზით აცრილია 1.009.992 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 35,24%-ს შეადგენს. ეპიდემიოლოგებს ეს მაჩვენებლები უკიდურესად მცირედ მიაჩნიათ მოსახლეობის სრული იმუნიზაციისთვის და პროცესის გააქტიურებას ცდილობენ.
ყველა ახალი ამბავი
0