https://sputnik-georgia.com/20211203/runasvilis-mkvlels-uvad-patimroba-cils-ki-xutweliwad-naxevari-miesaja-262585377.html
კასპში სასაფლაოზე მოკლულის ცოლს ხუთი წელი, მკვლელს კი უვადო პატიმრობა მიესაჯა - ვიდეო
კასპში სასაფლაოზე მოკლულის ცოლს ხუთი წელი, მკვლელს კი უვადო პატიმრობა მიესაჯა - ვიდეო
Sputnik საქართველო
ქეთევან ჩხაიძემ იცოდა, რომ მეზობელმა მისი მეუღლე მოკლა, მაგრამ პოლიციას არ შეატყობინა 03.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-03T20:36+0400
2021-12-03T20:36+0400
2021-12-03T20:36+0400
ახალი ამბები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23532/59/235325988_185:220:2876:1734_1920x0_80_0_0_1f91dc63e0f212116a551a141dc0ae90.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ქმრის მკვლელობის დაფარვისთვის ბრალდებულ ქეთევან ჩხაიძეს გორის რაიონულმა სასამართლომ ხუთი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო მკვლელს, ზურაბ კახიშვილს — სამუდამო პატიმრობა შეუფარდა.შემთხვევა მიმდინარე წლის მარტში მოხდა კასპში. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვები წარმოთქვეს. ქეთევან ჩხაიძემ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს, ხოლო ზურაბ კახიშვილი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.34 წლის ნოდარ ღუნაშვილის ცხედარი 2021 წლის 13 მარტს იპოვეს კასპის ერთ-ერთ სასაფლაოზე. შემთხვევიდან მეორე დღეს პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი, 30 წლის ზურაბ კახიშვილი დააკავა, ხოლო აპრილში — კიდევ ერთი ადამიანი, მოკლული ღუნაშვილის 31 წლის მეუღლე, ქეთევან ჩხაიძე, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა წაუყენეს ბრალად.გამოძიების ინფორმაციით, მსჯავრდებულმა ნოდარ ღუნაშვილი მათი საცხოვრებელი სახლიდან ავტომანქანით „ქეჩერუხის“ დასახლებასთან არსებული სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანა, სადაც დანით ყელი გამოჭრა. ღუნაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ კახიშვილი მოკლულის მეუღლესთან მივიდა სახლში. ქალმა შეიტყო მეუღლის მკვლელობის შესახებ, თუმცა სამართალდამცველებს არ შეატყობინა.დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხლის მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23532/59/235325988_442:190:2501:1734_1920x0_80_0_0_ab0e6d3486943f761fd300ef380568d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში
კასპში სასაფლაოზე მოკლულის ცოლს ხუთი წელი, მკვლელს კი უვადო პატიმრობა მიესაჯა - ვიდეო
ქეთევან ჩხაიძემ იცოდა, რომ მეზობელმა მისი მეუღლე მოკლა, მაგრამ პოლიციას არ შეატყობინა
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ქმრის მკვლელობის დაფარვისთვის ბრალდებულ ქეთევან ჩხაიძეს გორის რაიონულმა სასამართლომ ხუთი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო მკვლელს, ზურაბ კახიშვილს — სამუდამო პატიმრობა შეუფარდა.
შემთხვევა მიმდინარე წლის მარტში მოხდა კასპში.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვები წარმოთქვეს. ქეთევან ჩხაიძემ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს, ხოლო ზურაბ კახიშვილი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
34 წლის ნოდარ ღუნაშვილის ცხედარი 2021 წლის 13 მარტს იპოვეს კასპის ერთ-ერთ სასაფლაოზე. შემთხვევიდან მეორე დღეს პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი, 30 წლის ზურაბ კახიშვილი დააკავა, ხოლო აპრილში — კიდევ ერთი ადამიანი, მოკლული ღუნაშვილის 31 წლის მეუღლე, ქეთევან ჩხაიძე, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა წაუყენეს ბრალად.
გამოძიების ინფორმაციით, მსჯავრდებულმა ნოდარ ღუნაშვილი მათი საცხოვრებელი სახლიდან ავტომანქანით „ქეჩერუხის“ დასახლებასთან არსებული სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანა, სადაც დანით ყელი გამოჭრა. ღუნაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ კახიშვილი მოკლულის მეუღლესთან მივიდა სახლში. ქალმა შეიტყო მეუღლის მკვლელობის შესახებ, თუმცა სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხლის მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი.