https://sputnik-georgia.com/20211203/rodis-dasruldeba-metro-gocirizis-reaabilitacia-262579984.html
როდის დასრულდება მეტროს სადგურ „გოცირიძის“ მშენებლობა: კალაძის განმარტება
როდის დასრულდება მეტროს სადგურ „გოცირიძის“ მშენებლობა: კალაძის განმარტება
Sputnik საქართველო
სადგური „გოცირიძე" მეტროს ერთადერთი სადგურია, რომელსაც ღია ტიპის პლატფორმა აქვს. 03.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-03T18:50+0400
2021-12-03T18:50+0400
2021-12-04T00:00+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/03/262575929_0:0:1219:687_1920x0_80_0_0_825fc92c8581d1da52c68e3be4b90317.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. მეტროს სადგურ „გოცირიძის“ სარემონტო სამუშაოები შვიდ თვეში დასრულდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მეტროს სადგურ „გოცირიძეზე" სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი 2019 წლის მაისში გამოაცხადა და სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2020 წლის აგვისტოში დაიწყო.რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილი იყო სადგურის ბაქნის სრულად გადახურვა, სადგურის ადაპტაცია შშმ პირთათვის, ორი ლიფტის მონტაჟი და სპეციალური ბილიკების მოწყობა. მისი დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმებოდა. მაგრამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან პრობლემები შეიქმნა.„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მეტროს სადგურის სარემონტო–სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩასატარებლად 2021 წლის 11 ნოემბერს კონტრაქტს ახალ კომპანია Mamison-თან მოაწერა ხელი.რაც შეეხება ძველ კონტრაქტორ კომპანია Kaizen-ს, მას დიდი ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.სადგური „გოცირიძე" მეტროს ერთადერთი სადგურია, რომელსაც ღია ტიპის პლატფორმა აქვს.ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კმ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/03/262575929_0:0:1075:806_1920x0_80_0_0_5a3c6ca3af3c594f8a9e1e116d4a6a11.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, თბილისის მერია
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, თბილისის მერია
როდის დასრულდება მეტროს სადგურ „გოცირიძის“ მშენებლობა: კალაძის განმარტება
18:50 03.12.2021 (განახლებულია: 00:00 04.12.2021) სადგური „გოცირიძე" მეტროს ერთადერთი სადგურია, რომელსაც ღია ტიპის პლატფორმა აქვს.
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. მეტროს სადგურ „გოცირიძის“ სარემონტო სამუშაოები შვიდ თვეში დასრულდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მეტროს სადგურ „გოცირიძეზე" სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი 2019 წლის მაისში გამოაცხადა და სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2020 წლის აგვისტოში დაიწყო.
რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილი იყო სადგურის ბაქნის სრულად გადახურვა, სადგურის ადაპტაცია შშმ პირთათვის, ორი ლიფტის მონტაჟი და სპეციალური ბილიკების მოწყობა. მისი დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმებოდა. მაგრამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან პრობლემები შეიქმნა.
„მეტრო „გოცირიძის" სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულლება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, რაც გამოწვეულია რიგი პრობლემებიდან. ესაა კომპანიის პრობლემა, რომელმაც დროულად ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მთავარი პრობლემა – უვარგისი ბაქანი, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. შესაბამისად, საჭირო გახდა ახალი პროექტის შემუშავება“, – განაცხადა კალაძემ.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მეტროს სადგურის სარემონტო–სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩასატარებლად 2021 წლის 11 ნოემბერს კონტრაქტს ახალ კომპანია Mamison-თან მოაწერა ხელი.
რაც შეეხება ძველ კონტრაქტორ კომპანია Kaizen-ს, მას დიდი ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
სადგური „გოცირიძე" მეტროს ერთადერთი სადგურია, რომელსაც ღია ტიპის პლატფორმა აქვს.
ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კმ.