https://sputnik-georgia.com/20211203/ratom-amboben-covid-19-acraze-uars-saqartvelosi-kvleva-262580272.html
რატომ ამბობენ უარს საქართველოს მოქალაქეები COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრაზე – ბოლო კვლევა
რატომ ამბობენ უარს საქართველოს მოქალაქეები COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრაზე – ბოლო კვლევა
Sputnik საქართველო
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ზრდასრული მოსახლეობის 35%-ზე ცოტა მეტმა ჩაიტარა. ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ ეს ძალიან ცოტაა. 03.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-03T19:06+0400
2021-12-03T19:06+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/05/261832942_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_c5a37a5735575ae6296996d4b4bf4876.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. არავაქცინირებული მოსახლეობის უმრავლესობას COVID-19-ის აცრის შემდეგ გვერდითი მოვლენების ეშინია. ეს დასახელდა ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, თუ რატომ ამბობენ ადამიანები უარს ვაქცინაციაზე, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატისა" და გაეროს ბავშვთა ფონდის („იუნისეფის") ერთობლივ კვლევაში.სწორედ გვერდითი მოვლენების შიში დაასახელა ვაქცინაციაზე უარის მიზეზად გამოკითხულთა 36,8%-მა.კულუმბეგოვი: მიზნობრივ ჯგუფებში სახელმწიფომ სავალდებულო ვაქცინაცია უნდა შემოიღოს>>მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის მსვლელობისას 1.996 ადამიანი გამოიკითხა. აქედან 1.033 სოფლის მცხოვრები 963 – ქალაქის. გამოკითხვის მონაწილეებმა დაასახელეს მიზეზები, თუ რატომ აჭიანურებენ ვაქცინაციას, ან რატომ არიან ამის კატეგორიული წინააღმდეგი.რესპონდენტების 35,8% ვაქცინაციისგან თავს იკავებს, რადგან არ ენდობა უმოკლეს დროში შემუშავებულ და არასაკმარისად გამოცდილ პრეპარატებს.გამოკითხულთა 32,1%-სთვის მიზეზი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებია.13,9% არ ენდობა ვაქცინის კონკრეტულ მარკებს.12,4% მიიჩნევს, რომ ვაქცინა სიკვდილს ან უნაყოფობას იწვევს.გამოკითხულთა 8,6%-სთვის მიზეზი ალერგიაა ზოგიერთ მედიკამენტზე, ხოლო 7,9%-ს იმუნიტეტის იმედი აქვს კორონავირუსის გადატანის შემდეგ.ამას გარდა, გამოკითხულთა მცირე ნაწილი (4,6%) მიიჩნევს, რომ კორონავირუსის საფრთხე გაზვიადებულია. კიდევ 2,6% დარწმუნებულია, რომ ვაქცინას მოსახლეობაზე ცდიან. 0,1%-სთვის ვაქცინაცია მათ რელიგიურ შეხედულებებს ეწინააღმდეგება.ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის პანდემიის შეჩერება მხოლოდ მოსახლეობის მასობრივ იმუნიზაციას შეუძლია, მაგრამ ქვეყანაში აცრის ტემპი ძალიან დაბალია. ამ დროისათვის სრული ვაქცინაცია ზრდასრული მოსახლეობის 35,24%-ს აქვს ჩატარებული.მთავრობის მიზანი კი წლის ბოლომდე მოსახლეობის 70-75%-ის აცრა იყო 60 წელს ზემოთ ადამიანების მაქსიმალური ვაქცინაციით.საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა ამ ზაფხულს. ბოლო დროს ყოველდღიურად ინფიცირების 3-5 ათასი შემთხვევა და 50-70 გარდაცვალება ფიქსირდება. კორონავირუსის მეხუთე ტალღაზე საქართველოში ოქტომბერში ალაპარაკდნენ.
https://sputnik-georgia.com/20211130/jandacvis-saministro-iziarebs-sapatriarqos-pozicias-vaqcinaciaze-262471839.html
https://sputnik-georgia.com/20211202/pensionerebi-vaqcinaciis-processhi-aqtiurad-ertvebian-262530066.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/05/261832942_66:217:914:853_1920x0_80_0_0_42c566fbf7d5436b238c460980b3b0f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
რატომ ამბობენ უარს საქართველოს მოქალაქეები COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრაზე – ბოლო კვლევა
19:06 03.12.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ზრდასრული მოსახლეობის 35%-ზე ცოტა მეტმა ჩაიტარა. ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ ეს ძალიან ცოტაა.
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. არავაქცინირებული მოსახლეობის უმრავლესობას COVID-19-ის აცრის შემდეგ გვერდითი მოვლენების ეშინია. ეს დასახელდა ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, თუ რატომ ამბობენ ადამიანები უარს ვაქცინაციაზე, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატისა" და გაეროს ბავშვთა ფონდის („იუნისეფის") ერთობლივ კვლევაში.
სწორედ გვერდითი მოვლენების შიში დაასახელა ვაქცინაციაზე უარის მიზეზად გამოკითხულთა 36,8%-მა.
მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის მსვლელობისას 1.996 ადამიანი გამოიკითხა. აქედან 1.033 სოფლის მცხოვრები 963 – ქალაქის. გამოკითხვის მონაწილეებმა დაასახელეს მიზეზები, თუ რატომ აჭიანურებენ ვაქცინაციას, ან რატომ არიან ამის კატეგორიული წინააღმდეგი.
რესპონდენტების 35,8% ვაქცინაციისგან თავს იკავებს, რადგან არ ენდობა უმოკლეს დროში შემუშავებულ და არასაკმარისად გამოცდილ პრეპარატებს.
გამოკითხულთა 32,1%-სთვის მიზეზი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებია.
13,9% არ ენდობა ვაქცინის კონკრეტულ მარკებს.
12,4% მიიჩნევს, რომ ვაქცინა სიკვდილს ან უნაყოფობას იწვევს.
გამოკითხულთა 8,6%-სთვის მიზეზი ალერგიაა ზოგიერთ მედიკამენტზე, ხოლო 7,9%-ს იმუნიტეტის იმედი აქვს კორონავირუსის გადატანის შემდეგ.
ამას გარდა, გამოკითხულთა მცირე ნაწილი (4,6%) მიიჩნევს, რომ კორონავირუსის საფრთხე გაზვიადებულია. კიდევ 2,6% დარწმუნებულია, რომ ვაქცინას მოსახლეობაზე ცდიან. 0,1%-სთვის ვაქცინაცია მათ რელიგიურ შეხედულებებს ეწინააღმდეგება.
ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის პანდემიის შეჩერება მხოლოდ მოსახლეობის მასობრივ იმუნიზაციას შეუძლია, მაგრამ ქვეყანაში აცრის ტემპი ძალიან დაბალია. ამ დროისათვის სრული ვაქცინაცია ზრდასრული მოსახლეობის 35,24%-ს აქვს ჩატარებული.
მთავრობის მიზანი კი წლის ბოლომდე მოსახლეობის 70-75%-ის აცრა იყო 60 წელს ზემოთ ადამიანების მაქსიმალური ვაქცინაციით.
საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა ამ ზაფხულს. ბოლო დროს ყოველდღიურად ინფიცირების 3-5 ათასი შემთხვევა და 50-70 გარდაცვალება ფიქსირდება. კორონავირუსის მეხუთე ტალღაზე საქართველოში ოქტომბერში ალაპარაკდნენ.