Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვეძებ ბავშვს...“ – ქრისტინე იმედაძეს მეორე შვილი აღმოაჩნდა?

© Facebook / Christine Imedadzeქრისტინე იმედაძე
ქრისტინე იმედაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
გამოწერა
ქრისტინე იმედაძის ცხოვრების სტილი და კარიერა არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ქრისტინე ოფიციალურად ერთხელ, ლაშა ჯაკობიაზე იყო დაქორწინებული. მათ ერთი შვილი, ტაისია ჰყავთ. ტაისია, დედის მსგავსად, სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ხშირად ჩნდება ქრისტინეს „ინსტაგრამზე“.
ქრისტინემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ კოვიდ-პასპორტის აღებისას უზუსტობას ჰქონდა ადგილი და შვილების გრაფაში, ტაისიასთან ერთად, კიდევ ერთი გოგონას სახელი წერია.
მოგვიანებით კი ქრისტინემ ტაისიას ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის ამბობს, რომ თუ ქრისტინეს კიდევ ჰყავს სხვა შვილი, ისინი მზად არიან ის მიიღონ და საკუთარ სახლში აცხოვრონ. სახალისო ვიდეოს სოციალურ ქსელში დადებითი შეფასებები მოჰყვა.
ყველა ახალი ამბავი
0