https://sputnik-georgia.com/20211203/opoziciam-batumis-sakrebulos-pirveli-sxdoma-casala-262580908.html
ოპოზიციამ ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომა ჩაშალა – ვიდეო
ოპოზიციამ ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომა ჩაშალა – ვიდეო
Sputnik საქართველო
ბათუმის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა – ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს. იხილეთ... 03.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-03T17:52+0400
2021-12-03T17:52+0400
2021-12-03T23:21+0400
პოლიტიკა
ვიდეო
მულტიმედია
ბათუმი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/03/262580587_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_7febcbeb19f04127740f1092a386414a.jpg
სხდომის დასაწყისში განცხადება გააკეთა ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ოპოზიციონერი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის დამ, ასევე დეპუტატმა ნაზი ფუტკარაძემ. ოფიციალური ვერსიით, ნუგზარ ფუტკარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა ოპოზიცია ირწმუნება, რომ საკრებულოს ახლადარჩეულ წევრზე მმართველი პარტია ზეწოლას ახორციელებდა მისი გადაბირების მიზნით.როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა ნატალია ზოიძემ განაცხადა, ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და შედეგები ახლო მომავალში გახდება ცნობილი. მისი თქმით, საკრებულოს შემდეგი სხდომა კანონის შესაბამისად დაინიშნება.საკრებულოს სხდომის ჩაშლის გამო დეპუტატებმა თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევა ვერ მოახერხეს.ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ ბათუმის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ 14 დეპუტატი, „ქართულ ოცნებას“ – 16, „ლელო საქართველოსთვის“ – 1, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ კი 2 დეპუტატი ჰყავს. საკრებულოს კიდევ ერთი წევრია გახარიას ყოფილი თანაპარტიელი, რომელმაც პარტია არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დატოვა და საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს.
ბათუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/03/262580587_160:0:1120:720_1920x0_80_0_0_0da436144452228da35bdd036bb14c24.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ვიდეო, მულტიმედია, ბათუმი , საქართველო, видео
პოლიტიკა, ვიდეო, მულტიმედია, ბათუმი , საქართველო, видео
ოპოზიციამ ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომა ჩაშალა – ვიდეო
17:52 03.12.2021 (განახლებულია: 23:21 03.12.2021) ბათუმის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა – ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო ადგილიდან.
სხდომის დასაწყისში განცხადება გააკეთა ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ოპოზიციონერი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის დამ, ასევე დეპუტატმა ნაზი ფუტკარაძემ.
ოფიციალური ვერსიით, ნუგზარ ფუტკარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა ოპოზიცია ირწმუნება, რომ საკრებულოს ახლადარჩეულ წევრზე მმართველი პარტია ზეწოლას ახორციელებდა მისი გადაბირების მიზნით.
„დღეს ჩემს ძმას, როგორც საკრებულოს უხუცეს წევრს, უნდა გაეხსნა სხდომა... ეს არ იყო სიკვდილი, ეს იყო ჩემი ძმის ჯანმრთელობაზე გავლენის მოხდენა, ზეწოლა, დაშინება და მისი სიცოცხლის მოსპობა. ვითხოვ ობიექტურ გამოძიებას“, — განაცხადა ნაზი ფუტკარაძემ.
როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა ნატალია ზოიძემ განაცხადა, ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და შედეგები ახლო მომავალში გახდება ცნობილი. მისი თქმით, საკრებულოს შემდეგი სხდომა კანონის შესაბამისად დაინიშნება.
საკრებულოს სხდომის ჩაშლის გამო დეპუტატებმა თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევა ვერ მოახერხეს.
ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ ბათუმის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ 14 დეპუტატი, „ქართულ ოცნებას“ – 16, „ლელო საქართველოსთვის“ – 1, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ კი 2 დეპუტატი ჰყავს. საკრებულოს კიდევ ერთი წევრია გახარიას ყოფილი თანაპარტიელი, რომელმაც პარტია არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დატოვა და საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს.