განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის გასაღება – დაკავებულია თურქეთის მოქალაქე

© photo: Sputnik / Stringerეჭვმიტანილის დაკავება
ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
გამოწერა
ბრალდებული სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებას მოქალაქეებზე უკანონოდ ჰყიდდა. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვისა და გასაღების ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა განახორციელეს. ბრალდებულმა სხვადასხვა დროს მოქალაქეებზე უკანონოდ გაასაღა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები MDMA და ჰეროინი.
პოლიციამ ბათუმში ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ასევე ამოიღო 3 შეკვრად დაფასოებული და სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი".
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა–შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით, ასევე, მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0