ფუტსალის მოთამაშე დავით ჯინჭარაძე გარდაიცვალა

© Georgian Football Federationდავით ჯინჭარაძე
დავით ჯინჭარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
გამოწერა
„კსუ“-ს გუნდის წევრი დავით ჯინჭარაძე გასულ სეზონში საქართველოს ფუტსალის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.
თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. დავით ჯინჭარაძის გარდაცვალების გამო ფუტსალის ლიგის მე-6 ტურის მატჩები 3 დეკემბერს არ გაიმართება, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
24 წლის სპორტსმენის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ, საღამოს გავრცელდა. იგი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის და საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეკარე იყო.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფუტსალის მოთამაშე დავით ჯინჭარაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, თანაგუნდელებსა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

2020-21 წლების სეზონზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი, პირველად მისი არსებობის ისტორიაში, საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. „კსუ“-მ ფინალურ შეხვედრაში თსუ-ს ფუტსალის გუნდი ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში დავით ჯინჭარაძე საქართველოს ფუტსალის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ დასახელდა და დეკემბრის ამხანაგურ მატჩებში სანაკრებო სიაშიც მოხვდა.
ყველა ახალი ამბავი
0