ფსიქოლოგების ოთხი რჩევა ჭირვეული ბავშვების მშობლებს: ანუ, როგორ მოვიქცეთ, თუ...

© Pixabay / TJENAმტირალი ბიჭუნა
მტირალი ბიჭუნა - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
გამოწერა
როგორც სხვას ყველაფერს ამქვეყნად, ბავშვის ჭირვეულობასაც აქვს გამომწვევი მიზეზები, თანაც, არაერთი.
მაგალითად:
ყურადღების ნაკლებობა: ბავშვი ჭირვეულობს, როდესაც თქვენი ყურადღების მიპყრობას ცდილობს, რადგან ამის ნაკლებობას განიცდის.
სასურველის მიღების შეუფერებელი ხერხი: ბავშვი ჭირვეულობს, რადგან ტირილი სასურველის მიღების საუკეთესო ხერხად მიაჩნია, იმიტომ რომ ყველა მოთხოვნას უსრულებთ, ოღონდ არ იტიროს.
უფროსებისთვის მიბაძვა: ბავშვი ჭირვეულობს, როდესაც ცდილობს, გადაიღოს კომუნიკაციის ეს ფორმა ოჯახის იმ წევრისგან, რომელსაც სხვებთან ხმის აწევა უყვარს.
ძილის ნაკლებობა: ბავშვი ჭირვეული ხდება, თუ ძილის დეპრივაციას, ანუ დარღვევას განიცდის — ცუდად და ცოტა სძინავს.
პატარა გოგონა ყვირის - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
ასწავლეთ ბავშვს ყვირილი, სანამ გვიან არ არის: როგორ დავიცვათ შვილები
როგორ მოვიქცეთ, როცა პატარა, ერთი შეხედვით, უმიზეზოდ წუწუნსა და ტირილს იწყებს და როდესაც სიტყვები: „ახლავე გაჩერდი!“, „მორჩი!“ ან „სასწრაფოდ შეწყვიტე!“ არაეფექტური და უშედეგოა?
ფსიქოლოგები მშობლებს ოთხ ხერხს სთავაზობენ:
1.
მარტივად და მკაფიოდ აუხსენით ბავშვს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუსმენთ, თუ წუწუნსა და ბუზღუნს შეწყვეტს. არ გაეპასუხოთ, სანამ არ დაგიჯერებთ და მშვიდად არ დაიწყებს ლაპარაკს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, არ ეჩხუბოთ, არ უყვიროთ პატარას. უბრალოდ, ალერსიანად აუხსენით, რომ ხედავთ, როგორი განაწყენებულიცაა, მაგრამ თუ არ დამშვიდდება, არაფერსაც არ შეუსრულებთ.
2.
როცა ბავშვი მშვიდადაა და სიამოვნებით გეკონტაქტებათ, შეეცადეთ დაელაპარაკოთ ბოლო შემთხვევაზე და გამოკითხოთ – რატომ ჭირვეულობდა და რატომ იყო გაბრაზებული. მერე კი აუხსენით, რომ სხვაგვარად მოქცევაც შეიძლებოდა, რომ თუ რბილად და მშვიდად გეტყოდათ, რაც სურდა, ძალიან გაგახარებდათ. დაანახეთ, რომ ემოციებზე მსჯელობა აუცილებელიცაა და უსაფრთხოც. ეს ბავშვს საკუთარი შეცდომის გააზრებაშიც დაეხმარება და იმის სწავლაშიც, როგორ დაამყაროს ადამიანებთან ურთიერთობა.
3.
თუ ატყობთ, რომ ბავშვი ოჯახში იღებს ცუდ მაგალითს, აუცილებლად დაელაპარაკეთ ამ თემაზე ოჯახის წევრებს. შეეცადეთ აარიდოთ ბავშვი ოჯახურ გარჩევებსა და კამათს. როცა რამით უკმაყოფილო ხართ, შეყოვნდით, ღრმად ჩაისუნთქეთ, ათამდე დაითვალეთ და მხოლოდ ამის მერეღა თქვით სათქმელი, რომ ბავშვი თქვენი უკმეხი ტონის მომსწრე არ გახდეს.
4.
გადაამოწმეთ, ისვენებს კი ბავშვი იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა და რამდენ დროს ატარებს პლანშეტთან თუ კომპიუტერთან. ეს შესაძლოა ძილის რეჟიმის დარღვევის მიზეზად იქცეს. ამიტომ დაძინება რიტუალის რანგში აიყვანეთ: დააწვინეთ პატარა ყოველდღე ერთსა და იმავე დროს და წაუკითხეთ ზღაპრები ძილის წინ.
მოწყენილი ბავშვი  - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
თუ განქორწინებას აპირებთ: როგორ გავუმხილოთ შვილს გაყრის ამბავი - ფსიქოლოგი გირჩევთ
დაიმახსოვრეთ: თუ ბავშვის ხშირი ჭირვეულობის მიზეზებში გაერკვევით, უფრო გაგიიოლდებათ მისი დამშვიდება. აღიჭურვეთ მოთმინებით და მშვიდად ელაპარაკეთ პატარას, დაეხმარეთ მას, გაიაზროს როგორც საკუთარი, ისე სხვების გრძნობები.
ყველა ახალი ამბავი
0