მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დასახელდა მსოფლიოს ყველაზე მსმელი ქვეყანა: მასშტაბური კვლევის შედეგები

გამოწერა
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ექსპერტებმა მასშტაბური კვლევა ჩაატარეს იმის დასადგენად, თუ რომელია მსოფლიოს ყველაზე მსმელი ქვეყანა.
Global Drug Survey-ს ყოველწლიური კვლევის თანახმად, ეს ავსტრალიაა, რომლის მოსახლეობაც, სხვა ქვეყნების მკვიდრებთან შედარებით, ორჯერ მეტ ალკოჰოლს მიირთმევს. ირკვევა, რომ ავსტრალიელები საშუალოდ 35-ჯერ თვრებიან წელიწადში, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 14,6-ია.
Bloomberg - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
მსოფლიო დღეს
Bloomberg 50: დასახელდნენ მსოფლიოს წლის ადამიანები
კვლევის ავტორების განმარტებით, „დათრობაში“ ისინი გულისხმობენ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი ალკოჰოლის გავლენით საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს, უუარესდება ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები, უქვეითდება ყურადღება, გარემოში ორიენტირებისა და მეტყველების უნარები.
ამასთან აღინიშნება, რომ თავად ავსტრალიელები სულაც არ წუხან სპირტიანი სასმელებისადმი ამგვარი მიდრეკილების გამო.
მსოფლიოს ყველაზე მსმელი ქვეყნების რეიტინგში ავსტრალიის შემდეგ დანია და ფინეთი არიან. ამ ქვეყნების მოსახლეობა საშუალოდ 23,8-ჯერ თვრება წელიწადში.
რაც შეეხება „ფხიზლებს“, კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე ცოტას მექსიკაში, ახალ ზელანდიასა და რუმინეთში სვამენ.
ყველა ახალი ამბავი
0