https://sputnik-georgia.com/20211203/cnobili-gamocemebi-saqartvelos-statiebs-uzgvnian-262578761.html
„5 მიზეზი, რატომ უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოში“: ცნობილი გამოცემები ჩვენი ქვეყნის შესახებ
„5 მიზეზი, რატომ უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოში“: ცნობილი გამოცემები ჩვენი ქვეყნის შესახებ
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია საერთაშორისო რეიტინგულ და გავლენიან გამოცემებში საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით სარეკლამო... 03.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-03T17:49+0400
2021-12-03T17:49+0400
2021-12-03T23:18+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
ტურიზმი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251905919_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_59403f13b2a41206d5a6d72d5a6ec02d.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია საერთაშორისო რეიტინგულ და გავლენიან გამოცემებში საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით სარეკლამო კამპანიას აგრძელებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, მსოფლიოში ცნობილი Conde Nast-ის ოთხ ონლაინ-გამოცემაში: Vogue France, Conde Nast Traveller UK, Conde Nast Traveller Spain და Architectural Digest Germany ნოემბერი–დეკემბერში საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ ვრცელი სტატიები და ფოტორეპორტაჟები მომზადდა.„5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოში“ – ამ სათაურით მსოფლიოში ცნობილმა ჟურნალებმა სტატიები ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე გამოსცეს.ამის პარალელურად ელექტრონული ჟურნალების სოციალურ გვერდებზე საქართველოს შესახებ სპეციალური პოსტები იტვირთება, სადაც ე.წ. „სთორი“ და ქვეყნის ტურისტული მიმართულებების შესახებ მოკლე ვიდეორგოლებია განთავსებული. რამდენიმე ენაზე დაბეჭდილ სტატიებში მიმოხილულია საქართველოს სამთო კურორტები – მესტია, ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი, ბახმარო, ზამთრის ტურიზმის ექსტრემალური სახეობებით. სტატიების საშუალებით მკითხველი გაეცნობა ქვეყანაში არსებულ სამთო ბილიკებს, რომლებიც რაჭას, სვანეთს, თუშეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებს მოიცავს.სტატიებში აღწერილია ბალნეოლოგიური კურორტები: ბორჯომი, საირმე, წყალტუბო. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ ღვინოს, კულინარიას, ისტორიულ ძეგლებს, მცხეთას, სიღნაღს და ძველი თბილისის არქიტექტურას.ტურიზმის ადმინისტრაციის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვიდეორგოლები, ფოტორეპორტაჟები, სტატიები და სარეკლამო ბანერები მსოფლიოში უდიდესი მედიაპლატფორმების ვებ-გვერდებზე განთავსდა.
https://sputnik-georgia.com/20211127/the-guardian-turizmi-omalos-miviwyebisgan-ixsnis-262411169.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/02/251905919_166:0:2835:2002_1920x0_80_0_0_ad343d39e017c87238d98e3ad2a6d949.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ტურიზმი, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, ტურიზმი, საქართველო
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია საერთაშორისო რეიტინგულ და გავლენიან გამოცემებში საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით სარეკლამო კამპანიას აგრძელებს,
ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, მსოფლიოში ცნობილი Conde Nast-ის ოთხ ონლაინ-გამოცემაში: Vogue France, Conde Nast Traveller UK, Conde Nast Traveller Spain და Architectural Digest Germany ნოემბერი–დეკემბერში საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ ვრცელი სტატიები და ფოტორეპორტაჟები მომზადდა.
„5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოში“ – ამ სათაურით მსოფლიოში ცნობილმა ჟურნალებმა სტატიები ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე გამოსცეს.
ამის პარალელურად ელექტრონული ჟურნალების სოციალურ გვერდებზე საქართველოს შესახებ სპეციალური პოსტები იტვირთება, სადაც ე.წ. „სთორი“ და ქვეყნის ტურისტული მიმართულებების შესახებ მოკლე ვიდეორგოლებია განთავსებული.
რამდენიმე ენაზე დაბეჭდილ სტატიებში მიმოხილულია საქართველოს სამთო კურორტები – მესტია, ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი, ბახმარო, ზამთრის ტურიზმის ექსტრემალური სახეობებით. სტატიების საშუალებით მკითხველი გაეცნობა ქვეყანაში არსებულ სამთო ბილიკებს, რომლებიც რაჭას, სვანეთს, თუშეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებს მოიცავს.
სტატიებში აღწერილია ბალნეოლოგიური კურორტები: ბორჯომი, საირმე, წყალტუბო. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ ღვინოს, კულინარიას, ისტორიულ ძეგლებს, მცხეთას, სიღნაღს და ძველი თბილისის არქიტექტურას.
ტურიზმის ადმინისტრაციის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვიდეორგოლები, ფოტორეპორტაჟები, სტატიები და სარეკლამო ბანერები მსოფლიოში უდიდესი მედიაპლატფორმების ვებ-გვერდებზე განთავსდა.