Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ცერცვაძე: კოვიდ-სიმპტომების გამოვლენისთანავე კლინიკებს მიმართეთ

© courtesy of Tengiz Tsertsvadzeთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
გამოწერა
ასაკოვანი ადამიანები კორონავირუსით ინფიცირების ძალიან მაღალი რისკის ქვეშ არიან და ვაქცინაციის პროცესში მათი ჩართვა გადამწყვეტია.
თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. აუცილებელია 60 წელს ზემოთ პირებმა კოვიდ-სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ კლინიკებს და ტესტი ჩაიტარონ, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში.
საქართველოში ბოლო დროს ინფიცირების მაჩვენებელმა მკვეთრად მოიმატა. ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდის ფონზე (დაახლოებით 4–6 ათასი24 საათში) ქვეყანაში ვაქცინაცია კვლავ ნებაყოფლობითია.

„60 წელს ზემოთ პირებმა და თანმხლები ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა კლინიკებს სიმპტომების დაწყებიდან პირველივე დღეებში უნდა მიმართონ. ბევრი ადამიანი კოვიდ-ტესტს დაგვიანებით – 10, 15 დღის შემდეგ იკეთებს, რაც კონკრეტული პაციენტის შემდგომი მართვის პროცესს ართულებს. თუ აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი პირები დროულად ჩაიტარებენ ტესტს და ინფიცირების შემთხვევაში მკურნალობა დროულად დაიწყება, მერწმუნეთ, ეპიდვითარება და, მით უმეტეს, ლეტალობის შემთხვევები შემცირდება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, 60 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში კორონავირუსით გამოწვეული ლეტალობის მაჩვენებელი 14%-ს აღემატება.
მოსახლეობის ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
რამდენი პენსიონერი აიცრა 200 ლარიანი წამახალისებელი პროგრამის ამოქმედების შემდეგ
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, პანდემიაზე გამარჯვების ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა. ვიდრე არ მოხდება ვაქცინაციის მაჩვენებლის გაუმჯობესება და რეგულაციების დაცვა, საქართველოს პანდემიის ახალი ტალღების გადატანა მოუწევს. ასაკოვანი ადამიანები კორონავირუსით ინფიცირების ძალიან მაღალი რისკის ქვეშ არიან და ვაქცინაციის პროცესში მათი ჩართვა გადამწყვეტია, დასძინა მან.
პენსიონერების აცრის შემთხვევაში 200 ლარით წახალისების გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით 8 ნოემბერს მიიღო.
60 წელს ზემოთ ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს. აღნიშნული წამახალისებელი პროგრამის ამოქმედებიდან პირველი კვირის განმავლობაში პირველი დოზა ვაქცინა ამ ასაკის 10.121-მა პირმა გაიკეთა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისათვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 853.833-ს მიაღწია. ვირუსს 12.191 ადამიანი ემსხვერპლა. სულ ჩატარებულია 2,1 მლნ აცრა.
ყველა ახალი ამბავი
0