Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ბედნიერებაც ასეთი უნდა...“ – ანუკი არეშიძე და კახა კალაძე 13 წლის იუბილეს აღნიშნავენ

© Instagram / kakhakaladzeკახა კალაძე და ანუკი არეშიძე შვილებთან ერთად
კახა კალაძე და ანუკი არეშიძე შვილებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
გამოწერა
ანუკი არეშიძემ და კახა კალაძემ 2 დეკემბერს ქორწინების 13 წლისთავი აღნიშნეს. ანუკიმ სოციალურ ქსელში ოჯახური კადრები გამოაქვეყნა და მეგობრებისა და ხელმომწერებისგან უამრავი მილოცვა მიიღო.
„საუკეთესო წყვილი“, „ფეხბურთიდან და ბიჭოლას ბალიშებიდან დღემდე მე თქვენ. გაიხარეთ საყვარელი წყვილი“, „სულ ბედნიერები იყავით, გილოცავთ“, „უნაკლო წყვილი ხართ. უდაოდ“, „გილოცაავთ. მუდამ ერთად და ბედნიერად მრავალი წელი“, „გილოცავთ, მრავალი ბედნიერი წარმატებული წლები თქვენს ანგელოზებთან ერთად“, „ბედნიერებაც ასეთი უნდა, არც ერთს არ გეტყობათ რომ ამდენი ხანი ერთად ხართ. ნამდვილად რომ შეყვარებული წყვილივით ხართ“, – წერენ კომენტარებში.
როგორც ანუკი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, მან მომავალი მეუღლე იტალიაში ყოფნის დროს გაიცნო, როდესაც 18 წლის იყო.

„კახა ჩემზე 11 წლით დიდია. მაშინ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. მერე, როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. მერე მითხრა, რომ შეგხვდი, მაშინ გამახსენდა, რომ ის გოგო იყავი, რომელიც მომეწონაო. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. ექვს თვეში შევქმენით ოჯახი. მე ძალიან ემოციური ვარ, ყველაფერს გამოვხატავ, ვამბობ. კახი სიყვარულს უთქმელად, ჩუმად გამოხატავდა. თვალებით რომ მელაპარაკებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. ალბათ ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ სხვა გოგონები, როცა მის გვერდით მხედავდნენ“, – ამბობდა ანუკი.

წყვილმა 13 წლის წინ მხოლოდ ხელი მოაწერა და მოკრძალებული ცერემონია მოაწყო, 2020 წლის ივნისში კი მათ შვილები კახეთში, გრემის მონასტერში მონათლეს და ჯვარიც დაიწერეს. ჯვრისწერის შემდეგ წყვილმა სტუმრებს წინანდალში, სასტუმრო „რედისონში“ უმასპინძლა.
კახა კალაძესა და ანუკი არეშიძეს ცხოვრების დატვირთული რეჟიმი აქვთ. კახა თბილისის მერის თანამდებობას იკავებს, ხოლო ანუკი საკუთარ ბრენდს ხელმძღვანელობს. მათ ოთხი ვაჟი: ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლასი ჰყავთ.
ყველა ახალი ამბავი
0